16-წლამდელების რევანში ბულგარეთთან და მე-3 ადგილი რუმინეთის ტურნირზე

16-წლამდელების რევანში ბულგარეთთან და მე-3 ადგილი რუმინეთის ტურნირზე

საქართველოს 16-წლამდეთა ნაკრებმა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა ღირსეული რევანში აუღეს ბულგარელებს, რომლებთანაც ტურნირის პირველი მატჩი 63:67 დათმეს.
საქართველოს ნაკრებისთვის ბულგარეთთან 19 დეკემბერს ჩატარებული მატჩი პირველი საერთაშორისო შეხვედრა იყო, რომელიც ბოლო წუთებზე – 4 ქულით დათმო. მომდევნო შეხვედრა ტუღუშის გუნდს ბულგარელებთან დღეს მოუხდა და ქართველებმა მეტოქეს 78:69 სძლიეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 25:17 მოიგო, მეორეში კი 21:10 იმარჯვა და დიდი შესვენებისთვის სოლიდური უპირატესობით გავიდა – 46:27.

მეორე ტაიმში ბულგარელებმა ჩამორჩენის მხოლოდ შემდირება შეძლეს, თუმცა წარმატების იმედი ქართველების გამართულმა თამაშმა გადაუწურა. ჩვენს ნაკრებს ოთარ პერტაია წინამძღოლობდა, რომელმაც საბოლოოდ თავი 31 ქულას მოუყარა. მასთან ერთად ქართველების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო ირაკლი სულხანიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა დაგროვდა. ბულგარელებს ვერ უშველა ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულმა მოთამაშემ, ტანმაღალმა ცვეტომირ ჩერნოკოჟევმა, რომლის 22 ქულა და 15 მოხსნა გასამარჯვებმად საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებმა უნგრული ტურნირი 2 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და თბილისში 22 დეკემბერს დაბრუნდება. ტურნირის ფინალურ მატჩში თურქეთი უნგრეთს ხვდება. მატჩი 21:30 საათზე დაიწყო.
საერთაშორისო ტურნირი. ბუქარესტი. რუმინეთი. მე-3 ადგილისთვის მატჩი         საქართველო 78:69 ბულგარეთი25:17, 21:10, 13:23, 19:19სტული სტატისტიკა: 78:69
ბურთით ოთარ პერტაია