საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიის ქალაქ შტრუმიცეში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-16 ადგილზე დაასრულა. გია კაზანჯიანის გუნდი იმ ლუქსემბურგს ხვდებოდა, რომელიც ტურნირის პირველ მატჩში 70:67 დაამარცხა.
მას შემდეგ საქართველომ და ლუქსემბურგმა მეორე, საკვალიფიკაციო ჯგუფი მოილიეს და XV-XVI ადგილებისთვის მატჩში კვლავ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ. შეხვედრამ ლუქსემბურგელთა უპირატესობით ჩაიარა. მათ პირველი მეოთხედი 19:11 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 10 ქულით ლიდერობდნენ. მართლია, ბოლო მეოთხედი ქართველებმა 25:19 მოიგეს, თუმცა ამან საერთო საქმეს არ უშველა და კაზანჯიანის გუნდი 60:65 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებში 17 ქულით საუკეთესო ბექა დარახველიძე იყო. სხვა მოთამაშეთაგან არავინ ასცილებია არც ათქულიან ზღვარს. საქართველოს ნაკრები სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი.მაკედონია, შტრუმიცე. 7 აგვისტო
საქართველო 60:65 ლუქსემბურგი
11:19 9:11 15:16 25:19