16-წლამდელებმა პორტუგალიას ვერაფერი მოუხერხეს

16-წლამდელებმა პორტუგალიას ვერაფერი მოუხერხეს

16-წლამდელთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა პორტუგალიასთნ წააგო. გია კაზანჯიანის გუნდმა ლუზიტანიელებთან შეხვედრა 15 ქულის სხვაობით – 52:67 დათმეს.
 
ქართველებმა პირველი მეოთხედი 7 ქულის სხვაობით, 14:21 დათმეს, დიდი შესვენებისთვის კი ეს ჩმორჩნა 1 ქულით შეამდირეს – 31:37. პორტუგალიელთაგან შეუჩერებელი იყო დიეგო ჟამეირო, რომელმაც საბოლოოდ 17 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. მესამე პერიოდი მეტოქემ 7 ქულის სხვაობით მოიგო და გადამწყვეტ მეოთხედში ქართველებმა ვეღარაფერი გააწყვეს.
 
საქართველოს ნაკრებში 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო გახდა უჩა გამრეკლიძე, ხოლო ალექსანდრე ბოლქვაძემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. ჩვენი ნაკრების დაფარებების ოსტატმა არჩილ პულუზაშვილმა ამჯერდ 7 „ბლოკშოტს“ მოუყარა თავი. ბოლო სამ მატჩში მან 23 დაფარება მიითვალა, რაც საუცხოო შედეგია. პულუზაშვილი საშუალოდ 4,6 დაფარებით B დივიზიონის ლიდერია.
 
ხვალ, 18 საათსა და 45 წუთზე საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს ფინეთის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს ლუქსემბურგთან 51:56 წააგო.
 
ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 3 აგვისტო
საქართველო 52:67 პორტუგალია
14:21 17:16 12:19 9:11
 
პორტუგალია           2          2          0          4
საქართველო            2          1          1          3
ლუქსემბურგი         2          1          1          3
ფინეთი                     2          0          2          2