16-წლამდელთა “ბ” ლიგაში მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

16-წლამდელთა “ბ” ლიგაში მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

დასრულდა თბილისის 16-წლამდელთა პირველობის „ბ“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ტურნირში ის გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც გასული წლის შემოდგომაზე გამართულ თბილისის ჩემპიონატში მოწინავე ადგილები ვერ დაიკავეს და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ვერ გავიდნენ.
16-წლამდელთა „ბ“ ლიგაში მონაწილეობა 18 გუნდმა მიიღო. 2 ჯგუფში განაწილებულმა გუნდებმა 2 წრე მოილიეს და საბოლოო ადგილებიც გაინაწილეს. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 4 საუკეთესო გუნდი გავიდა. მეოთხედფინალში გუნდები როგორ დაწყვილდნენ პლეი ოფის ბადეში ნახავთ.