16-წლამდელთა “ბ” ლიგაში მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

16-წლამდელთა “ბ” ლიგაში მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

16-წლამდელთა „ბ“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და შესაბამისად, ის გუნდები გამოვლინდა, რომლებიც ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ტურნირის მონაწილე 21 გუნდი 4 ჯგუფში იყო გადანაწილებული. რამდენიმე მონაწილე ტურნირის მსვლელობისას ასპარეზობას გამოეთიშა, რომლებსაც ტექნიკური წაგებები ჩაეთვალათ. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო გუნდი გავიდა.
„ა“ ჯგუფის გამარჯვებული აჭარის ნაკრები „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსან „ნიკეას შეხვდება“. სხვა წყვილები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „მართე 2“ – „დინამო, „ორბი“ – „ზაზა“ და „ქუთაისი“ – „ხაშური“.
პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე სერია იქნება ერთ მოგებამდე. პლეი ოფის კალენდარი ორიოდ დღეში გახდება ცნობილი.