16-წლამდელთა “ბ” ლიგაში შსს და “მართვე 2” ლიდერობენ

16-წლამდელთა “ბ” ლიგაში შსს და “მართვე 2” ლიდერობენ

16-წლამდელთა შორის თბილისის ჩემპიონატის “ბ” ლიგაში მეორე წრე დაიწყო. ტურნირი ძირითადად 53-ე საჯარო სკოლის დარბაზში მიმდინარეობს, მატჩების მცირე ნაწილს კი საკალათბურთო აკადემია მასპინძლობს.
ტურნირი საინტერესოდ მიმდინარეობს. ორივე ჯგუფს თითო დაუმარცხებელი გუნდი ჰყავს. “ა” ჯგუფში პირველ ადგილზე “მართვე 2”-ია, ხოლო “ბ”-ში “შსს-მართვე” ლიდერობს. ორივე გუნდს 7-დან 7 გამარჯვება აქვს.
მეორე წრის დასრულების შემდეგ “ბ” ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება.