16-წლამდელთა “ბ” ლიგის ფინალში ერთმანეთს “მართვე” და “კარდინალი” დაუპირისპირდებიან

16-წლამდელთა “ბ” ლიგის ფინალში ერთმანეთს “მართვე” და “კარდინალი” დაუპირისპირდებიან

16-წლამდელთა „ბ“ ლიგაში ფინალისტები გაირკვნენ. 2 მატჩისგან შემდგარ ნახევარფინალურ სერიაში „კარდინალმა“ „ქუთაისს“ სძლია და ფინალში მანამდე გასულ „მართვეს“ შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერიაში მთლიანობაში 2 მატჩი უნდა ჩატარებულიყო და ჯამში რომელი გუნდიც მეტ ქულას ჩააგდებდა, ის იმარჯვებდა. „მართვემ“ პირველი შეხვედრა 2 ქულით დათმო „რუსთავთან“, თუმცა მეორეში 13-ით იმარჯვა და ფინალშ გავიდა.

მეორე ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩიც 3-ქულიანი სხვაობით დასრულდა. „ქუთაისმა“ 74:72 დაამარცხა „კარდინალი“. საპასუხო შეხვედრა დღეს შედგა, რომელიც ამ უკანასკნელმა 9 ქულით – 74:65 იმარჯვა და ფინალში გააღწია.
მაშ ასე, „ბ“ ლიგის ფინალში „მართვე“ „კარდინალს“ დაუპირისპირდება და ჩემპიონი 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. მესამე ადგილისთვის მატჩი კი 24 ივნისს, „ქუთაისსა“ და „რუსთავს“ შორის გაიმართება.