16–წლამდელთა ჩემპიონატი. 51–ე სკოლას ოთო ფხაკაძემ გაამარჯვებინა

26 ნოემბერი. რუსთავი
რუსთავი 45:59 მართვე 4
7:11 12:17 14:19 12:12
 
რუსთავი: არაბული (17 ქულა, 18 მოხსნა), გაგნიძე (4 ქულა, 13 მოხსნა)
მართვე–4: ლოლიშვილი (16 ქულა, 10 მოხსნა), ჩოჩია (16)
27 ნოემბერი. სასოფლო
51–ე სკოლა 84:83 მართვე 4
20:24 18:20 24:22 22:17
 
51–ე სკოლა: ფხაკაძე (37 ქულა, 7 პასი, 6 ჩაჭრა, 5 მოხსნა), მენაბდე (20 ქულა, 10 მოხსნა), ბარნოვი (8 ქულა, 10 მოხსნა)
მართვე–4: ჩოჩია (35), ლოლიშვილი (20 ქულა, 13 მოხსნა), ღვინეფაძე (10 ქულა, 13 მოხსნა)
 
მართვე–1 119:48 აფხაზეთი
25:9 26:17 26:15 42:7
მართვე–1: ბ. ბურჯანაძე (28 ქულა, 7 მოხსნა, 10 პასი, 3 ჩაჭრა), გაფრინდაშვილი (28 ქულა, 15 მოხსნა, 4 ჩაჭრა), გულმაგარაშვილი (20 ქულა, 12 მოხსნა, 4 დაფარება), ჯიშიაშვილი (16 ქულა, 10 მოხსნა)
აფხაზეთი: გოლეთიანი (20), ღოღობერიძე (8)
 

თამ.
მოგ.
წაგ.
ქულ.51–ე სკოლა
4
3
1
7მართვე–4
4
2
2
6მართვე–1
3
2
1
5რუსთავი
4
1
3
5მართვე–3
2
2
0
4აფხაზეთი
3
0
3
3ქუთაისი
0
0
0
0
 
ტურის და ვინძლო მიმდინარე ჩემპიონტის საუკეთესო მატჩი ხუთშაბათს “სასოფლოს” დარბაზში გაიმართა. ერთმანეთს ლიკა ქაჯაიას “51–ე სკოლა” და ზვიად დიდბარიძის “მართვე–4” ხვდებოდნენ. მატჩი პირველიდან ბოლო წუთამდე დაძაბული იყო გამარჯვებულის ვინაობა სულო ბოლოს გაირკვა, რაზეც ანგარიშიც მიანიშნებს – 84:83 “51–სკოლის” სასარგებლოდ.
მატჩის გმირი გახდა კადეტთა ნაკრების გონებასხარტი გამთამაშებელი ოთო ფხაკაძე, რომელმაც გადამწყვეტი სამქულიანი ხომ  ჩააგდო სირენამდე წამებიტ ადრე და მანამდეც, მთელი შეხვედრის მანძილზე თავსატკივარი გაუჩინა მართველებს, რომლებიც ვერაფრით ვერ იცავდნენ თავს ფრაკაძის გააზრებული გარღვევებისგან.
 

ოთო ფხაკაძემ (ბურთით) მართველებს დიდი პრობლემები შეუქმნა
 
ფხაკაძემ საბოლოოდ 37 ქულას, 5 მოხსნას, 7 პასსა და 6 ჩაჭრას მოუყარა თავი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბურთი 8–ჯერ დაკარგა და მომავალში მეტ სიფრთხილეს თუ გამოიჩენს, ამ ასაკის გამთამაშებლებში კონკურენტი ალბათ ძნელად მოეძებნება.
ოთოს გვერდში მთელი გუნდი ედგა, რომელთაგან ლევან მენაბდეს ყოჩაღი გარჯაა გამოსარჩევი. მან 20 ქულას, 10 მოხსნაც მოაყოლა და ქაჯაიას გუნდს გამარჯვებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
“მართვე–4” უმეტესად იგებდა, რამდენჯერმე დიდბარიძის შეგირდთა უპირატესობა 12 ქულასაც გადასცდა, მაგრამ ოთო ფხაკაძე 51–ე სკოლელთა გაჭირვების ტალკვესი იყო – ისე შეძვრებოდა მეტოქის საჯარიმოში და ისე აზრიანად ესროდა, რომ მიუხედავად ტანმორჩილობისა, დამფარებელი იშვიათად ჰყავდა.
დიდბარიძის გუნდს გამარჯვება შეეძლო, თუმცა მართველთა ლიდერმა ლევან ლოლიშვილმა გადამწყვეტ მომენტში, უკანასკნელი შეტევისას, წაიფორხილა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და 51–ე სკოლელებმაც გაიხარეს.
 

ლიკა ქაჯაია შეგირდებს წუთშესვენებისას დარიგებებს აძლევს
 
მართვე–4 ალბათ იმით ინუგეშებს თავს, რომ წინა დღეს რუსთავში თამაშობდა და ქვემოქართლელთა გუნდი ზედმეტი გართულებების გარეშე – 59:45 დაამარცხა, რაშიც ლევან ლოლიშვილმა 16 ქულითა და 10 მოხსნით , მნიშვნელოვანი წილი დაიდო.
16–წლიანთა ჩემპიონატის მესამე შეხვედრა ვერ გამოდგა საინტერესო – ერთმანეთს გათამაშების ერთ–ერთი ლიდერი და აუტსაიდერი შეხვდნენ: ზურაბ სამხარაძის დამოძღვრილმა “მართვე 1”–მა მიმდინარე ჩემპიონატში რეკორდული სხვაობით დაამარცხა “აფხაზეთი” – 119:48. მართველთაგან ვისაც არ დაეზარა, ყველამ შესანიშნავი სტატისტიკა დაიგროვა, თუმც ორი ყმაწვილი განსაკუთრებითაა გამოსარჩევი: ბექა ბურჯანაძემ და დათო გაფრინდაშვილმა 28–28 ქულა დააგროვეს, რასაც უხვად მოაყოლეს მოხსნა–პასები და სხვა სასარჯებლო მაჩვენებლები.
 

ლევან ლოლიშვილი 51–ე სკოლელთა ფარს უტევს