16-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

16-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

6 ნოემბერს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
სტარტი აიღო  2011-2012 წლების 16-წლამდელთა
ასაკობრივმა ჩემპიონატმა, სადაც 17 გუნდი იასპარეზებს.

ჩემპიონატი ა და ბ ჯგუფებად დაიყო
და ასე განაწილდა:

 ა ჯგუფი: აკადემია,
ქუთაისი, ავერსი-მართვე, რუსთავი2, თსსუ, შსს, კაკტუსი, კარდინალი -ორბი 2.

ბ ჯგუფი: რუსთავი 1, ზაზა, ფოთი, ნიკეა, კარდინალი-ორბი,
აქსი, სოხუმი, ლომები და ავერსი-მართვე 2.

 აღსანიშნავია,
რომ ზემოთ ჩამოთვლილ გუნდთაგან წელს დებიუტი აქვთ კაკტუსის, აქსისა და სოხუმის  გუნდებს .

 ასევე გაცნობებთ, რომ განახლდა ჩვენი ვებ-გვერდი,  www.U-16.ge,   სადაც აქამდე სარეორგანიზაციო  და ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა.  ამდენად ვებ-გვერდის მომხარებელი დღეიდან ამ ასაკობრივი ჩემპიონატის ყველა სიახლეს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფოტომასალასა და სხვა  დამატებით ინფორმაციას იხილავს. 

6 ნოემბერს საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში 16-წლამდელთა  ჩემპიონატის  5 მატჩი გაიმართა.  დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ავერსი მართვე1-სა
და დებიუტანტ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდები დაუპირისპირდნენ,  სადაც ,,ავერსმა” 7 ქულის სხვაობით, 67:60 დაამარცხა
მეტოქე.  ავერსელებმა შეხვედრის პირველი ნახევარი
34:25 მოიგეს,  მეორე ნახევარში დებიუტანტები
გააქტიურდნენ, თუმცა ეს მოსაგებად  საკმარისი
არ აღმოჩნდა.  ავერსელთა რიგებში ორმაგი დუბლი
ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა: ლუკა მაჩაიძემ 26 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო
10 ქულა და 12 მოხნა ნოდარ სანაიას ანგარიშზეა. შსს- შემადგენლობაში ორმაგი დუბლის
ავტორები გახდნენ ვილი ისიანი და ლუკა გიორგაძე. ისიანმა 19ქულა და 13 მოხსნა, ხოლო
გიორგაძემ 10 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა.

დღის მეორე მატჩში ,,აკადემია”-,,კარდინალი ორბი2”-ის
შეხვედრა გაიმართა.   აკადემიელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე
და დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 82:32.  გამარჯვებულთა
რიგებში ორმაგი დუბლი ლევან მასხულიამ (18ქ.15მ) და რატი ნონიკაშვილმა (14ქ.11მ) მიითვალეს,
ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა ნიკა ცინცაძეს, რომელმაც 9 ქულა და 12 მოხნა მოაგროვა.
რაც შეეხება კარდინალი-ორბის გუნდს, მის რიგებში 7 ქულა გიგი ტუღუშის ანგარიშზეა.

არ შედგა ,,ფოთისა” და ,,ლომების” დაპირისპირება, რადგანაც
ლომების გუნდი თამაშზე არ გამოცხდდა. შედეგად, ფოთს  20:0 მოგება 
ჩაეთვალა. ხოლო ლომების გუნდის მიმართ, თამაშზე კვლავ არ გამოცხადების შემთხვევაში,
დებულების  თანახმად გატარდება კონკრეტული სანქციები,
გუნდი მოიხსნება ჩემპიონატიდან და დაკარგავს მომავალი წლის ჩემპიონატში ასპარეზობის
უფლებას.  

,,ზაზასა” და ,,ავერსი მართვე-2”ის  მატჩი  ზაზას
გუნდის მოგებით დასრულდა.  ,,ზაზამ”  მეტოქეს შანსი არ დაუტოვა  და დიდი ანგარიშით იმარჯვა – 87:36. მოგებულებს
27 ქულით იური ხალათიანმა ულიდერა, ხოლო 18 ქულითა და13 მოხსნით ორმაგი დუბლი თორნიკე
რაზმაძემ შეასრულა. ,,ავერსის” რიგებში გამოირჩა აკაკი პაპანასტასისი, რომელმაც 13
ქულა, 9 მოხსნა მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა. 

 კარდინალი ორბი
1-ის გუნდმა დიდი სხვაობით, 92:48 სძლია დებიუტანტ  ,,აქსის” 
და სეზონი გამარჯვებით გახსნა – 92:48. 
აღსანიშნავია, რომ ,,კარდინალიორბი 1”-ის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი სამმა
მოთამაშემ მიითვალა: გიორგი გუგეშაშვილმა (24 ქ. 18მ), ვასო მჭდლიშვილმა (19ქ.10მ)
და დიმა ბობილევმა (14ქ.14მ).  ხოლო აქსის  მხრიდან 13-13 ქულა დავით ქავთარაძემ და  ვაჟა ბუტურიშვილმა დააგროვეს. ამ უკანასკნელიმა
11 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.  

 ტურის დასკვნით
შეხვედრაში ,,ნიკეა” ,,სოხუმს” დაუპირისპირდა, 
თუმცა მეტოქესთთან ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით, 43:85 დამარცხდა. სოხუმელებს
ორმაგი დუბლით სოსო მაჭავარიანმა ულიდერა (17ქ.12მ), ,,ნიკეას” მხრიდან კი 19 ქულითა
და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ზუკა გეგეჭკორის ანგარიშზეა.

  აქვე გეტყვით,
რომ 16-წლამდელთა ორი მატჩი გაიმართა რუსთავსა დ ქუთაისში. ადგილობრივმა ,,ქუთაისმა”
უპრეცედენტო სხვაობით დაამარცხა დებიუტანტი ,,კაკტუსი”-  110:15. მასპინძელთა რიგებში 19 ქულა ირაკლი მაცაბერიძის
ანგარიშზეა, ხოლო ,,კაკტუსის” მხრიდან 8 ქულა ხვიჩა ხოსიტაშვილმა მოაგროვა.

ძალიან დაძაბული და საინტერესო რუსთავი2-სა და  თსსუ-ს დაპირისპირება, სადაც ,,მედიკოსებმა”  ქვემოქართლელები დამატებით  დროში ერთი ქულის  სხვაობით დაამარაცხეს. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით
57:57 დასრულდა, დამატებითი  ხუთწუთეული თსსუ-მ
 4:3 მოიგო და დრამატულ შეხვედრაში  61:60 იმარჯვა.   რუსთაველთა
რიგებში საუკეთესო გიგი გოგობერიშვილი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა მიითვალა, ხოლო
12 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი თორნიკე ალავერდაშვილის  ანგარიშზეა.  

რაც შეეხებათ მოგებულებს, სამედიცინოს გუნდს 38 ქულითა  და 18 მოხსნით ლუკა ზაქრაძემ ულიდერა.