21 თებერვალი. აგრარული
ვერე – აკადემია 68:74
ორბი – მარნეული 69:48
აკადემია 2 – ბათუმი 49:76
ზაზა – მართვე 1 83:59
გუშინ აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში 16–წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის 4 მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც 1 საინტერესო გამოდგა, სამში კი ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. ძლიერებმა სუსტებს უპრობლემოდ მოუგეს, წაუგებელ „აკადემიას“ კი „ვერეს“ დამარცხება გაუჭირდა.
16–წლამდელთა ნაკრების გუნდმა „აკადემიამ“ ვერელებს პირველი ტაიმი 38:28 მოუგო, თუმცა მესამე მეოთხედში მოუმატა და ბოლო ათწუთელის წინ ოდენ 3 ქულით ჩამორჩებოდა.
„აკადემიამ“ რომ იმარჯვა, ეს ამ გუნდის ლიდერების – ტანმაღალი ლერი კვანტალიანისა და ბექა ნადირაძის დამსახურებაა. პირველმა 25 ქულა და12 მოხსნა მოაგროვა, მეორემ კი 21 ქულა და 13 მოხსნა. ვერელთაგან გამოჩეულები იყვნენ ოთო სანიკიძე, ვახო ჯინჯიხაძე და გიორგი იაკობიძე. აკადემიელებმა ბოლო წუთებში გატეხეს თამაზ ოქრუაშვილის გუნდი და ჩემპიონატში ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან.
დანარჩენ მატჩებში ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. „ორბმა“ „მარნეული“ 69:48 დაამარცხა, ხოლო მეორე ჯგუფის ლიდერმა „ბათუმმა“ „აკადემია 2“–ს აჯობა.
რაც შეეხება „დინამოსა“ და „იმედის“ მატჩს, იგი ამ უკანასკნელის დაშლისა და ჩემპიონატიდან მოხსნის გამო არ ჩატარდა. დინამოელებს ტექნიკური მოგება – 20:0 ჩაეთვალათ და ასე ჩაეთვლება „იმედის“ ყველა დარჩენილ მეტოქეს.