16–წლამდელთა ჩემპიონატიც დაიწყო

მართვე–3 80:73 51–ე სკოლა
20:18 17:20 24:19 19:16
 
მართვე–3: მესხი (23), თუთიაშვილი (18), ფეიქრიშვილი (14 ქულა, 14 მოხსნა)
51–ე სკოლა: ფხაკაძე (30), გეგენეიშვილი (13), პაპაშვილი (9 ქულა, 16 მოხსნა)
 
აფხაზეთი 60:65 რუსთავი
11:19 18:14 18:14 13:18
 
აფხაზეთი: კორბაძე (18 ქულა, 20 მოხსნა),უძილაური (10 ქულა, 15 მოხსნა)
რუსთავი: გაგიძე (26 ქულა, 18 მოხსნა), (12 ქულა, 14 მოხსნა)
 
მართვე–1 72:77 მართვე–4
13:17 21:16 21:14 17:30
 
მართვე–1: ბურჯანაძე (34 ქულა, 17 მოხსნა)გულმაგარაშვილი (16)
მართვე–4: ჩოჩია (35), ლოლიშვილი (22)
 

არჩილ ფეიქრიშვილმა 51–ე სკოლელების ფარი დასეტყვა
 

მართვე 3–ის ლიდერთაგანი არჩილ ფეიქრიშვილი
 
გასულ ხუთშაბათს სეზონი კადეტთა ასაკის ახალგაზრდებისთვისაც დაიწყო. საქართველოს 16–წლამდელთა ჩემპიონატმა სტარტი სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის დარბაზში აიღო, სადაც შაბათობით 18–წლამდელთა პირველობის ტურიც ჩატარდება ხოლმე.
16–წლამდელთა ჩემპიონატში 8 მონაწილეა, რომელთა შორისაც სპორტსკოლა “მართვეს” გუნდები სჭარბიბენ. პირველ ტურში ისე დაემთხვა, რომ “მართვეს” პირველი და მეოთხე გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ და საინტერესო ბრძოლაში გამარჯვებული ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი კადეტები გამოვიდნენ.
 

მართვე 3–ის ბომბარდირი გიორგი მესხი ოთო ფხაკაძეს გასცდა
 

51–ე სკოლის ფარს უტევს ილო დიდებულიძე
 
ერთ მატჩში კი მსაჯთა გუნდების დუელი შედგა: ხათუნა გაბედავას მართვე–3 ლიკა ქაჯაიას 51–ე სკოლის წინააღმდეგ. 51–ე სკოლელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მართველებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაბედავას შეგირდებმა იმარჯვეს.
მესამე მატჩში ერთმანეთს რეგიონის წარმომადგენლები შეხვდნენ. რუსთაველებმა 65:60 დაამარცხეს “აფხაზეთი”. მომდევნო ტური მომავალ ხუთშაბათს, 20 ნოემბერს გაიმართება. ერთმანეთს ეს წყვილები შეხვდებიან:
მართვე 3 – მართვე 4
მართვე 1 – რუსთავი
51–ე სკოლა – რუსთავი
 

მართვული დერბი: “მართვე 1” “მართვე 4″–ის წინააღმდეგ 
 

მართვული დერბი