16–წლამდელთა ჩემპიონატში ოთხეული დღეს გამოვლინდება

3 აპრილი. ქუთაისი
ქუთაისი 70:56 51–ე სკოლა
18:17 19:9 14:9 19:21
ქუთაისი: გრძელიძე (19), ნ. მესხი (12 ქულა, 8 მოხსნა), იაშვილი (10), დვალიშვილი (4 ქულა, 11 მოხსნა)
51–ე სკოლა: ორმოცაძე (23), ფხაკაძე (12)
 
4 აპრილი. ქუთაისი
ქუთაისი 85:52 მართვე–1
24:17 21:13 14:17 26:5
ქუთაისი: დვალიშვილი (19), იაშვილი (15), ნ. მესხი (14 ქულა, 13 მოხსნა), გრძელიძე (13)
მართვე–1: გულმაგარაშვილი (17), გაფრინდაშვილი (17)
 

 


ქუთაისი

14

11

3

25
მართვე–4

14

10

4

24
მართვე–3

13

10

3

23
51–ე სკოლა

13

9

4

22
მართვე–1

13

8

5

21
რუსთავი

14

3

11

17
ბათუმი

14

3

11

17
აფხაზეთი

13

0

13

13 
გასულ პარასკევს და შაბათს ქუთაისში გამართულმა მატჩებმა საბოლოო პასუხი ვერ გასცა მთავარ კითხვას: რომელი გუნდები ითამაშებენ ოთხეულში? იმერლებმა პლეი ოფში შესაძრომად მებრძოლი ორივე გუნდი – მართვე 1 და 51–ე სკოლა – დაამარცხეს და ყველკაფერი დღეს გასამართ ბოლო ტურზე ჰკიდია.
„მართვე–3“–ს მეტოქედ ყველა მატჩის წამგები „აფხაზეთი“ ჰყავს და ალბათ იოლადაც მოიგებს, აი, „51–ე სკოლისა“ და „მართვე–1“–ის დაპირისპირებაში პირადად გადაწყდება პლეი ოფში გამსვლელი მეოთხე გუნდის ვინაობა. „51–ე სკოლას“ პირველ წრეში 8 ქულით ჰყავს „მართვე–1“ დამარცხებული. შესაბამისად, მართველებს თუ ოთხეულში გასვლა უნდათ, დღეს ამაზე მეტი სხვაობით უნდა იმარჯვონ. მცირე უპირატესობა „51–ე სკოლისკენ“ იქნება, რაკი მართველებს გუნდისა და 16–წლამდელთა ნაკრების ლიდერი ბექა ბურჯანაძე აკლიათ – რომელსაც ფილტვების ანთება აქვს.