16–წლამდელთა მეორე მარცხი ესპანეთში

ქართველმა კადეტებმა ისკარის საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩიც წააგეს – ამჯერად ჯგუფის მეორე მეტოქე ხორვატიასთან. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16–წლამდელებმა ბალკანელებს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს წინააღმდეგობა, მეორეში კი ბალკანელებმა მოუმატეს და საბოლოოდ 92:50 მოიგეს.
ჩვენიანთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა 13 ქულის მომხვეჭ გეგი მესხს, უკანახაზელი ოთარ ფხაკაძე კი 11 ქულას დასჯერდა.
ქართველი კადეტები ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კასტილიის  ნაკრებთან 7 დეკემბერს, თბილისის დროით 9 საათზე გამართავენ. ბოლო შეხვედრები  კი 9 დეკემბერსაა დანიშნული და ერთმანეთს ორივე ჯგუფში პარალელურ ადგილებზე გასული გუნდები შეხვდებიან.