16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ბულგარეთში გაემგზავრა

16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ბულგარეთში გაემგზავრა

დღეს, გამთენიისას, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ბულგარეთში გაემგზავრა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი მონაწილეობას მიიღებს 24-გუნდიან ტურნირში, რომლის 3 საუკეთესო მომავალი წლისთვის ელიტარული – A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს 10-დან 19 აგვისტოს ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს. საქართველო D ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან კოსოვო, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, მაკედონია და პორტუგალია.
ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. ჯგუფებში ჩარჩენილი გუნდები 9-24 ადგილებს გაითამაშებენ. საქართველოს ნაკრები ბულგარეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
ნიკა გურგენიძე, რატი ანდრონიკაშვილი, საბა გიგიბერია, გიორგი ჭეიშვილი, გიგი ტაბაღუა, ზურაბ ვაშაკიძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე, ბიძინა ფეიქრიშვილი, ბექა ბექაია, ლაშა მიქელაძე.
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
10 აგვისტო – მაკედონია – საქართველო – 19:15 11 აგვისტო – საქართველო – დიდი ბრიტანეთი – 21:3012 აგვისტო – პორტუგლია – საქართველო – 19:15 14 აგვისტო – საქართველო – ლუქსემბურგი -14:45 15 აგვისტო – საქართველო – კოსოვო – 17:00
(მითითებულია თბილისის დროები)