გია კაზანჯიანის გაწვრთნილი 16–წლამდელთა ნაკრები დღეს თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში გაემგზავრა, სადაც 23–26 მარტს 4 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს იქაურ გუნდებთან.
ჯერ არაა ცნობილი, თუ რომელ გუნდებს შეხვდება ჩვენი კადეტთა ნაკრები თურქულ საწყრთნელ შეკრებაზე. თურქეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დახმარებით ჩვენი 16–წლამდელებს ადგილზე შეურჩევენ მეტოქეებს.
სტამბოლში საქართველოს კადეტთა ნაკრები ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
შოთა გოლეთიანი „მართვე“
ნიკა რამიშვილი „ბათუმი“
ირაკლი მიქელაძე „ბათუმი“
რობერტ გოგბაიძე „აკადემია“
მიხეილ ანანიაშვილი „ორბი“
გიორგი იაკობიძე „ვერე“
გუგა ძიძიგური „ზაზა“
დავით ხეთაგური „აკადემია“
ლევან ცხაკაია „აკადემია“
ლერი კვანტალიანი „აკადემია“
ბექა ნადირაძე „აკადემია“
გიორგი ცირეკიძე „ქუთაისი“
ლევან გრძელიძე „ქუთაისი“
თემურ ფხაკაძე „ქუთაისი“
მთავარი მწვრთნელი – გია კაზანჯიანი
მწვრთნელი – არჩილ ჟღენტი