საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. B დივიზიონის მატჩებს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. ქართველმა 16-წლამდელელებმა 7 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს, საიდანც 5 მოიგეს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში მონტენეგროს, ესტონეთის, ბოსნიისა და მასპინძელ რუმინეთის ნაკრებებთან მოხვდა. ჩვენი ნაკრების კალენდარი ასეთია:
(მითითებულია თბილისის დრო)
19 ივლისი, საქართველო – რუმინეთი 19:00
20 ივლისი, საქართველო – ბოსნია 21:15
21 ივლისი, საქართველო – ესტონეთი 16:45
23 ივლისი, საქართველო – მონტენეგრო 14:30
ჯგუფიდან საუკეთესო 2 გუნდი გავა, ხოლო ვერგასულები 9–21 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ A დივიზიონის საგზურს აქამდელი 2–ის ნაცვლად, B დივიზიონის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
რუმინეთში გამგზავრებამდე, 16-წლამდელთა ნაკრებმა დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ივარჯიშა. წვრთნის დასკვნით ნაწილს ჟურნალისტებიც დაესწრნენ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ნაკრების ეს შემადგენლობა ოპტიმალურია. საქართველოში ამ ასაკში ვინც კი საუკეთესოა, ყველა გუნდშია. ნაკრებმა სრულფასოვანი შეკრება გაიარა ბელარუსში, სლოვაკეთსა და თბილისში. მთლიანობაში 7 საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ და ამ შეხვედრებში ნაკრების წევრები კარგად შეთამაშდნენ. რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს, ჩვენს ჯგუფში საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი. ჩვენთან არის მასპინძელი რუმინეთი, ასევე ყოფილი იუგოსლავიის 2 წარმომადგენელი – ბოსნია და მონტენეგრო. შედეგი წინასწარ დასახული არ გვაქვს. ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგებაა და მის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“.
ირაკლი ტომარაძე და გია კაზანჯიანი
მოთამაშე
ამპლუა
სიმაღლე
კლუბი
ლუკა ზაქრაძე
გამთამაშებელი
187
თსსუ
ნიკა ცინცაძე
გამთამაშებელი
189
აკადემია
თემურ პეტრიაშვილი
გამთამაშებელი
180
აკადემია
გიგი გოგობერიშვილი
მსროლელი
187
რუსთავი
ლევან გოგალაძე
მსროლელი
191
ორბი-კარდინალი
დავით ლომიძე
მსროლელი
187
ავერსი
ლევან მასხულია
ფორვარდი
195
აკადემია
სოსო მაჭავარიანი
ფორვარდი
196
ჰიუნდაი
დიმიტრი ბობილევი
ფორვარდი
197
ორბი-კარდინალი
გიორგი გუგეშაშვილი
ფორვარდი
197
ორბი–კარდინალი
ვილი ისიანი
ფორვარდი
195
შსს
მაიზერ რევაზაშვილი
ცენტრი
202
მაკაბი
გია კაზანჯიანი
მთ. მწვრთნელი
ირაკლი ტომარაძე
ასისტენტი
დიმიტრი ჟაკობოვი
ასისტენტი
გელა წულაძე
გუნდის უფროსი
ვლადიმერ მგელაძე
ექიმი