საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკური ტურნე დაასრულა. საწყისი 2 მოგების შემდეგ გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა უნგრელ თანატოლებთან წააგო. შეხვედრის მხოლოდ პირველი მეოთხედი აღმოჩნდა თანაბარი, რის შემდეგაც უნგრელებმა იძალეს და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით – 68:37 გაიმარჯვეს.
ქართველებს უჭირდათ ტანმაღალი უნგრელების წინააღმდეგ თამაში. კაზანჯიანის თქმით, მეტოქეს 207, 208 სანტიმერტის მოთამაშეები ჰყავდა, რაც უნგრელებს სოლიდურ უპირატესობას ანიჭებდა. მათაც კარგად გამოიყენეს ეს კოზირი და საბოლოო ჯამში მოხსნებში აშკარად გვაჯობეს.
პირველი მეოთხედი უნგრელთა მინ იმალური სხვაობით – 12:11 დასრულდა. ამ 11 ქულიდან 7 ზაქრაძის ანგარიშზე იყო, თუმცა უნგრელთა გამთამაშებელმა მოახერხა ჩვენი ბომბარდირის განეოტრალება და მეორე მეოთხედიდან ქართველების საქმე უკან წავიდა.
ქართველი 16-წლამდელები თ დიბილისში 5 ივლისს, გამთენიისას დაბუნდებიან და ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) მზადებას გააგრძელებენ.
16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. კეჟმაროკი. სლოვაკეთი. 4 ივლისი
უნგრეთი 68:37 საქართველო
12:11, 18:10, 21:11, 17:5
საქართველო: ზაქრაძე 9, გოგალაძე 8, ისიანი 6, ბობილევი 6, მაჭავარიანი 2, გუგეშაქვილი 2, მასხულია 2, პერტიაშვილი 2