16-წლამდელთა ნაკრებმა არც ლუქსემბურგი დაინდო

16-წლამდელთა ნაკრებმა არც ლუქსემბურგი დაინდო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გუშინ შვეიცარიის განადგურების შემდეგ დღეს ქართველებმა არც ლუქსემბურგი დაინდეს და 34 ქულის სხვაობით – 77:43 სძლიეს.
ნიკოლოზ ჩრქეზიშვილის გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა. პირველ ტურში ქართველები ბელგიასთან 14 ქულით დამარცხდნენ და ჯგუფიდან გამსვლელ 2 საუკეთესო გუნდში მოხვედრა ეჭვქვეშ დააყენეს, თუმცა მორიგი მატჩები ერთი ამოსუნთქვით – რომ იტყვიან, ვარჯიშ-ვარჯიშ მოიგეს და მიზნის მისაღწევად ხელსაყრელ პოზიციაში არიან.
ლუქსემბურგთან მატჩის საწყისი პერიოდი ქართველებმა 24:11 მოიგეს, რის შემდეგაც ის გამონაკლისი მეოთხედი გათამაშდა, რომელიც ლუქსემბურგელებმა მოიგეს. მეტოქემ მინიმალური სხვაობით – 12:11 იმარჯვა, რის შემდეგაც დიდი შესვენება და მისი დასრულების შემდეგ ქართველების ჯერი დადგა. მესამე პერიოდი ჩერქეზიშვილის გუნდმა 23:8 მოიგო, ხოლო საბოლოოდს, როგორც თავში ვთქვით – 34 ქულით იმარჯვა.
ქართველ კალათბურთელთაგან 21 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა გოგა ბითაძემ. 10 ქულიანი ზღვარი კიდევ ერთმა ქართველმა დაძლია – ზაურ ჯანელიძემ 10 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრები 2 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში მეორე ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დარჩენილ მატჩებში ბელარუსისა და უნგრეთის ძლევა ესაჭიროება. მომდევნო მატჩს ქართველები 9 აგვისტოს, უნგრეთის წინააღმდეგ – თბილისის დროით 19:15 საათზე ჩაატარებენ.
ევროპის ჩემპიონატი. “ბ” დივიზიონი. სოფია. ბულგარეთი. 8 აგვისტოსაქართველო 77:43 ლუქსემბურგი24:11, 11:12, 23:8, 19:12სრული სტატისტიკა: 77:43