16-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიასთან წააგო

16-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიასთან წააგო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლის შემდეგ მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა მასპინძელ ბოსნიასთან გამართა. გია კაზანჯიანის გუნდმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ტურნირზე ჯერაც დაუმარცხებელ ბოსნიას, თუმცა წარმატებამდე მისვლა ვეღარ მოახერხა.
ქართველებმა შეხვედრა მძლავრად დაიწყეს და პირველ წუთებზე 7:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ანგარიშის ჩაბათილება და დაწინაურება მოახერხეს, თუმცა ქართველები მეტოქეს შორის არ უშვებდნენ და პირველი მეოთხედის შემდეგ 3, ხოლო დიდი შესვენებისთვის 2 ქულას აგებდნენ – 31:33.
მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და დაწინაურდა – 51:50. აქ კი ყველაფერი შეიცვალა. მსაჯებმა მასპინძლების სასარგებლოდ შეცდომებს უხშირეს, რაზეც ქართველების სამართლიან რეაქციას ტექნიკური ჯარიმები მოჰყვა. მესამე მეოთხედი ბოლო და მეოთხე პერიოდის საწყის წუთებში ბოსნიელებმა 18 უპასუხო ქულა ჩაუგდეს კაზანჯიანის გუნდს – 68:51 დაწინაურდნენ და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.
ამ ავადსახსენებელ ეპიზოდს ისიც დაემთხვა, რომ ქართველთა ლიდერი, რომელსაც ამ მატჩში ყველაზე მეტო ქულა ჰქონდა მოგროვებული, 5 პერსონალურის გამო მესამე პერიოდში მოედნიდან გავარდა. საქართველო წასაგებად გაიწირა და საბოლოოდ 63:75 დამარცხდა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში დანიამ ჩეხეთი 69:54 დაამარცხა. თუ ხვალ ბოსნია ჩეხეთს მოუგებს, საქართველოს დანიის 8 ქულით მოგება უნდა, ნახევარფინალში რომ გავიდეს.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. მეორე ეტაპი. 14 აგვისტო
ბოსნია 75:63 საქართველო
22:19, 11:12, 25:20, 17:12
სრული სტატისტიკა: 75:63

1.

ბოსნია-ჰერცეგოვინა

2

2/0

147/134

4
2.

დანია

2

1/1

140/126

3
3.

ჩეხეთი

2

1/1

106/120

3
4.

საქართველო

2

0/2

114/127

2