კადეტთა ნაკრებმა, რომელიც 18–წლამდელთა ჩემპიონატში
უკონკურსოდ თამაშობს, დღეს სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა
გუნდმა საკმაოდ ამბიციურ „სოხუმს“ შანსი არ დაუტოვა.
ნაკრებმა ჩინებულად ითამაშა დაცვაში, სოხუმელებს გასაქანი
არ მისცა, შეტევაში კი გააზრებულად ირჯებოდა და დიდი შესვენებისთვის უკვე 27 ქულას
იგებდა – 50:23. საწყის წუთებშიც და მერეც, ზუსტი მიზნით გამოირჩა ქუთაისელი ლევან
გრძელიძე, რომელმაც 3 წუთში 12 ქულა დაგროვა. მან 3 სამიანი ჩააგდო, ხოლო ერთხელ საჯარიმო
მოყოლილი შედეგიანი გარღვევა განახორციელა.
გრძელიძეს უკანა ხაზში მხარი კარგად აუბა ბათუმელმა
ნიკა რამიშვილმა, რომელიც შეტევაში ხომ გამოირჩეოდა და დაცვაშიც არ ახარებდა მეტოქეს.
წინა ხაზში ნაკრებს თემურ ფხაკაძე გამოადგა, რომელიც ფარქვეშ აქტიურობდა და საკუთარ
გუნდს უპირატესობას ანიჭებდა.
მესამე მეოთხედის დაწყებისას კადეტთა ნაკრებს იმდენად
სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, რომ მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა თამამად შეუშვა მოედანზე
ყველა სათადარიგო. 16–წლამდელებმა უფროსებთან ამ გამარჯვებით დაამტკიცეს, რომ სწორე
გზაზე ადგანან და პროგრესსაც განიცდიან.
მატჩის სტატისტიკა: http://u-18.ge/results.php?gameid=118