16-წლამდელთა ნაკრებს თბილისის აეროპორტში ჟურნალისტები და ქომაგები დახვდნენ (VIDEO)

ევროპის ჩემპიონატის ელიტარული – A დივიზიონის საგზურის მომგები საქართელოს 16-წლამდელთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში გმირული გამარჯვების მომპოვებელ ბიჭებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომელთა შორისაც ოჯახის წევრებსა და ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები გახლდნენ.