16-წლამდელთა თბილისის ლიგა “მართვე 2”-მა მოიგო

16-წლამდელთა თბილისის ლიგა “მართვე 2”-მა მოიგო

16-წლამდელთა თბილისის „ბ“ ლიგაც „მართვეს“ გამარჯვებით დასრულდა.საერთოს, „მართვეს“ არაერთი გუნდი ჰყავს თითოეულ ჩემპიონატში, თუმცა 18- და 16-წლამდელთა „ბ“ ლიგის მომგებ „მართვეებს“ ის საერთო აქვთ, რომ ორივეს ძმები ბერიშვილები წვრთნიან.
„მართვე 2“-მა „ფინალურ მატჩსი „გორს“ იოლად – 59:33 სძლია და თბლისის კალათბურთის განვითარების კავშირის წარმომადგენლებისგან – დავით ჩიხლაძესა და ზაზა ღონღაძისგან ნამატჩევს მედლები და თასიც ჩაიბარა. “გორის’ გუნდი პირადი თხოვნის საფუძველზე ამ ტურნირზე ორგანიზატორთა მიერ იყო დაშვებული.
გამარჯვებულებს 22 ქულითა და 10 პასით ერეკლე ლომიძემ ულიდერა, ილია ცინცაძეს კი სამმაგ დუბლამდე 1 პასი გააკლდა. მან 11 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.
მესამე ადგილისთვის მატჩი შსს-მ 64:60 მოუგო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს და ბრინჯაოს მესდლებს დაეპატრონა.