ჩვენი ეროვნული ნაკრების 17 წლის ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ესპანურ “ვალენსიაში” პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ის აქამდე ვალენსიელთა ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, წუხელ კი “პამესას” ძირითად გუნდში დებიუტიც ჰქონდა – ევროთასზე ბოლონიის “ფორტიტუდოს” წინააღმდეგ 8 წუთი ითამაშა და როგორც ესპანური გაზეთები იუწყებიან, ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ დებიუტანტი იყო – 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 4 ქულას 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიამატა.თორნიკეს “პამესამ” “ფორტიტუდოს” ბოლო წუთებზე 80:74 მოუგო და ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა (6 მატჩი, 6 მოგება). გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ვალენსიელთა ლიდერმა შემონდ უილიამსმა (11 ქულა, 4 პასი), რომელსაც ქართული პასპორტი აქვს და 3 წლის უკან საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე “ვალენსიას” მეტოქენი იქნებიან უკრაინის “აზოვმაში”, სერბეთის “ცრვენა ზვეზდა” და ასევე სერბული “ჰემოფარმი”.
“ვალენსიას” 2 “ქართველი”: შემონდ უილიამსი და თორნიკე შენგელია