18 და 20 წლამდე გუნდების წარმომადგენლთა საყურადღებოდ!

18 და 20 წლამდე გუნდების წარმომადგენლთა საყურადღებოდ!

2022-2023 წლების სეზონის ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის თანამშრომლები ტურნირებში მონაწილე გუნდების მწვრთნელებსა და მენეჯერებს შეხვდებიან.

იმ ასაკობრივი გუნდების წარმომადგენლები, რომლებსაც დასტური აქვთ გამოხატული ჩემპიონატებში მონაწილეობაზე, ოლიმპიურ სასახლეში უნდა გამოცხადნენ ქვემოთ მითითებულ შესაბამის დროს.

შეხვედრა 20 წლამდელთა გუნდების წარმომადგენლებთან 5 დეკემბერს 12:00 საათზე, ოლიმპიური სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში(უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) გაიმართება.

შეხვედრა 18 წლამდელების ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან ოლიმპიური სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში(უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) 6 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

18 და 20 წლამდე ჩემპიონატები საქართველოში სტარტს 10-12 დეკემბერს აიღებს.