18–წლამდელები: ლოგიკური და სკანდალური ტური

5 მარტი. ქუთაისი
ქუთაისი – აკადემია
თამაში შეწყდა ანგარიშზე 16:34
 
10 მარტი. სასოფლო
ენერჯი–ინვესტი 109:89 მართვე–2
30:18 25:23 29:19 26:29
ენერჯი: ჩერქეზიშვილი (23), სანაძე (19), ელანიძე (16), გურაბანიძე (14 ქულა, 10 პასი), მაჩალაძე (13 ქულა, 17 მოხსნა)
მართვე–1: გლოველი (37 ქულა, 8 პასი), ჭიჭვეიშვილი (28), ბაშარული (11 ქულა, 10 მოხსნა)
დინამო 84:62 ქუთაისი
19:20 20:18 19:15 28:9
დინამო: ალხანაიძე (37 ქულა, 16 მოხსნა, 3 დაფარება), ბაქრაძე (13)
ქუთაისი: ჩიხლაძე (18), ტუკვაძე (12), ქორიძე (12), ლომინაშვილი (8 ქულა, 12 მოხსნა)
ნაკრები–93 73:84 1 ექს. სკოლა
24:11 15:27 14:27 20:19
ნაკრები–93: ლოლიშვილი (21 ქულა, 8 მოხსნა), ბ. ბურჯანაძე (17 ქულა, 16 მოხსნა), გულმაგარაშვილი (8), ნადირაძე (8)
1 ექს. სკოლა: წიკლაური (38 ქულა, 10 მოხსნა), მაისურაძე (21), ბექაური (7 ქულა, 16 მოხსნა)
მართვე–1 58:65 აკადემია
12:16 11:17 13:20 22:12
მართვე–1: ტეტელაშვილი (11 ქულა, 8 მოხსნა), კუპატაძე (9), ლაშქარაძე (9)
აკადემია: ბოქოლიშვილი (16 ქულა, 8 მოხსნა), მუმლაძე (12 ქულა, 9 მოხსნა), თენიეშვილი (11), ჯავახიშვილი (8 ქულა, 14 მოხსნა)
 
 
 

აკადემია

13

10

3

23
დინამო

10

8

2

18
1 ექს. სკოლა

11

7

4

18
რუსთავი

11

6

5

17
მართვე 1

11

6

5

17
მართვე 2

11

4

7

15
ქუთაისი

13

3

10

15
ენჯერჯი

9

5

4

14
ნაკრები 93 

9

0

9

9ქუთაისს დაკლებული აქვს 1 ქულა
 
ქუთაისში მსაჯის შეურაცხყოფის გამო თამაში ჩაიშალა და იმ მომენტში არსებული ანგარიში დაფიქსირდა ოფიციალურ ოქმში. „აკადემია“ 34:16 უგებდა მასპინძელ ქუთაისს და ამ ანგარიშით მოგება ჩაეთვალა, ხოლო ქუთაისელებს წაგებისთვის განკუთვნილი 1 ქულა ცხრილში არ ჩაეწერათ.
 
მასპინძლები მსაჯის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ, არბიტრ დავით ბერეკაშვილს მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ და ერთ–ერთ მომენტში სპორტსკოლის დირექტორი მალხაზ კოხრეიძე მოედანზე შევიდა, რომელმაც ბერეკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თამაში შეწყდა, ხოლო მომხდარზე კალათბურთის ფედერაციაში იმსჯელეს და იმ მომენტში არსებული ანგარიში დატოვეს ძალაში. ხოლო დისციპლინარულ სანქციას მოგვიანებით გამოიტანენ.
 
გუშინ კი თბილისში, სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის დარბაზში 4 მატჩი გაიმართა, სადაც ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ენერჯიმ“ კახა შენგელიას „მართვე–2“–ს  იოლად მოუგო, რაც მოსალოდნელიც იყო. მართველებს აკლდათ რამდენიმე ძირითადის წევრი და გიორგი გლოველის 37 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის.
 
საკმაოდ დაძაბული იყო ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები წაგების მქონე „დინამოსა“ და „ქუთაისის“ შეხვედრა. იმერლები მოულოდნელად დაწინაურდნენ და ბოლო მეოთხედამდე ამარცხებდნენ დავით თორთლაძის გუნდს, თუმცა სენსაციის მოხდენა სტუმრებმა ვერ მოახერხეს. დინამოელი ირაკლი ალხანაიძე შეუჩერებელი იყო ქუთათურთათვის, რამაც შედეგი გადამწყვეტ ათწუთეულში გამოიღო. „დინამომ“ 28:9 მოიგო ბოლო მეოთხედი და მასთან ერთად მატჩიც.
 
პირველი ექსპერიმენტარული სკოლის გუნდს გაუჭირდა ჩემპიონატში ყველა წაგების მქონე 1993–წლიანთა ნაკრების დამარცხება. გია კაზანჯიანის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში უძალიანდებოდა სერგო იშხნელის შეგირდებს, უმეტესად ლიდერობდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ საწადელ გამარჯვებას ვერ მიაღწია. ასაკმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანეს.
 
დღის ბოლო შეხვედრაში სპორტული ბრძოლა არ შედგა, თუმცა „აკადემიამ“ და „მართვე–1“–მა სხვა სახის ბრძოლა გამართეს. თამაშის დასრულებას ხუთიოდ წუთი აკლდა, როცა გუნდებმა ერთმანეთთან ხელჩართული ჩხუბი დაიწყეს. 2 მოთამაშე ერთმანეთს რაღაც ეპიზოდში წაეკიდა და ჩხუბში როგორც მოედანზე მყოფები, ასევე სათადარიგოებიც ჩაებნენ. რამდენიმეწუთიანი შეხლა–შემოხლის შემდეგ თამაშიდან 4–4 მოთამაშის გარდა ყველა გააძევეს. „აკადემია“ ამ ინციდენტის დაწყებამდე 18 ქულას იგებდა და საბოლოო გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.
 

ენერჯი – მართვე–2
 

ენერჯი – მართვე–2
 

ენერჯი – მართვე–2
 

ენერჯი – მართვე–2
 

დინამო – ქუთაისი
 

დინამო – ქუთაისი
 

დინამო – ქუთაისი
 

 
ნაკრები–93 – 1 ექსპერიმენტული სკოლა
 

ნაკრები–93 – 1 ექსპერიმენტული სკოლა