18–წლამდელები: “მართვე 2” “ქუთაისთან” არ ჩაიჭრა

 21 მარტი. სასოფლო
მართვე–2 114:87 ქუთაისი
31:25 27:13 31:22 25:27
მართვე–2: ჭიჭვეიშვილი (31), ბაშარული (27), ლომოური (26), გლოველი (16 ქულა, 8 მოხსნა, 11 პასი)
ქუთაისი: კანდელაკი (31 ქულა, 15 მოხსნა), ბერძენაძე (16), ტუკვაძე (11), ჩიხლაძე (10)
 

აკადემია

14

11

3

25
რუსთავი

13

7

6

20
დინამო

11

8

3

19
1 ექს. სკოლა

12

7

5

19
ენერჯი

11

7

4

18
მართვე 2

13

6

7

19
მართვე 1

12

6

6

18
ქუთაისი

14

3

11

17
ნაკრები 93 

10

0

10

10 
ასაკობრივ ჩემპიონატებში ყველაზე დააბული ბრძოლა პლეი ოფში გასასვლელად 18–წლამდელებშია. ერთადერთმა მხოლოდ „აკადემიამ“ გაინაღდა ოთხეულში თამაში, ხოლო დარჩენილი სამი ადგილისთვის ერთბაშად 6 გუნდი იბრძვის.
დღეს სასოფლო უნივერსიტეტის დარბაზში მორიგი გამარჯვება გაიფორმა და ცხრილში ოდნავ აიწია კახა შენგელიას „მართვე–2“–მა, რომელსაც მეტოქედ აუტსაიდერი „ქუთაისი“ ჰყავდა. იმერლები თავიდან ნებისმიერ მეტოქეს ებრძოლებიან, მაგრამ მერე აღარ ჰყოფნით გამძლეობა თუ კლასი და აგებენ. ასე იყო დღესაც, როცა ქუთაისელებმა პირველ მეოთხედში არაფერი დაუთმეს მართველებს, თუმც მეორე ათწუთეულიდან ჩამორჩნენ და საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდნენ.
ბარაქიანად გაისარჯნენ „მართვეს“ ლიდერები, რომელთაგან ყველაზე მეტი – 31 ქულა ბექა ჭიჭვეიშვილმა მოაგროვა, თუმც არც გიორგი ბაშარულს და აკაკი ლომოურს ჰქონიათ ბევრად ნაკლები – 27 და 26 შესაბამისად.
შედეგიანად ითამაშა მართველების ნიჭიერმა გამთამაშებელმა გიორგი გლოველმა, რომელმაც, მართალია, წინა მატჩის დარად სამმაგი დუბლი ვერ მოაგროვა, მაგრამ არც ბევრი დააკლო: 16 ქულა, 11 პასი და 8 მოხსნა.
შენგელიას გუნდს კონკუტენტებთან შედარებით პლეი ოფში გასვლის ყველაზე ნაკლები შანსი აქვს (რადგან ყველაზე მეტი წაგება დაჰგროვებია), მაგრამ მართველები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ასე ამბობენ, ყველა დარჩენილ თამაშს მოვიგებთო.
ერთი სიტყვით, დაძაბულობა და ტრიბუნაზე ხალხი – მატულობს.
 

ბექა ჭიჭვეიშვილმა (#7) ქუთაისელებს 31 ქულა ჩაუგდო
 

თამაზ ჩიხლაძეს გიორგი გლოველი ეღობება
 

მართვე–2 – ქუთაისი