ამხანაგური მატჩი. რუსთვი. 14 ივლისი
საქართველო (U-18) 54:84 უკრაინა (U-18 )
19:21 11:22 11:21 13:20
საქართველო: ბოქოლიშვილი (22), სანაძე (14), თენიეშვილი (5), მუმლაძე, ჯავახიშვილი (2); ჩერქეზიშვილი, შარაბიძე (4), კოღუაშვილი, ელიაძე (2), ჭიჭვეიშვილი, რევაზაშვილი
უკრაინა: არტამონოვი (13 ქულა, 12 მოხსნა), ბელიკოვი (7), კრუტოსი (15), პროკოპენკო (11), მარჩენკო (11), ბობროვი (7), ლენი (12 ქულა, 10 მოხსნა), მიშულა (2), ტიხონოვი, ვირასტიუკი (2), მოტორჩუკი (3)
უკრაინის 18–წლამდელებმა პირველი ამხანაგური მატჩი დღეს 30 ქულით მოუგეს ქართველ თანატოლებს. A დივიზიონში მყოფი უკრაინის ნაკრები თბილისში 3 ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად ჩამოვიდა, თავის მხრივ უკრაინელები ევროპის ფინალური ეტაპისთვის ემზადებიან და როგორც ჩანს, ამ შეჯიბრძე საკმარისი ამბიციაც ექნებათ.
გუშინდელ ვარჯიშზე ჩვენ ალექსეი ლენი გამოვარჩიეთ, რომელიც 215 სანტიმეტრია და სიმაღლესთან შედარებით საკმაოდ სწრაფი და გონივრულად მოთამაშეა. ლენის და სხვა ტანმაღალი უკრაინელებიც წყალობით სტუმრებმა ფარქვეშ პირწმინდად დაჯაბნეს ქართველები. სლავებს საბოლოოდ 15 მოხსნით მეტი დაუგროვდათ. უკრაინელებმა შორი დისტანციიდანაც უკეთესი მიზანი გამოიჩინეს: 30–დან 10 სამქულიანი ჩააგდეს, მიხეილ კობეშავიძის შეგირდებმა კი 21 შორი ცდიდან მიზანში 6 გაარტყეს.
მატჩის დებიუტში საქართველოს ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა. ჩვენი გუნდის საწყისი 10 ქულა დუდა სანაძის ანგარიშზე იყო, რის შემდეგაც უკრაინელებმა ქართველ სნაიპერს პერსონალური მეურვე მიუჩინეს და 14:8 დაწინაურებული ქართველები მალევე ჩამორჩნენ. მეოთხედი სტუმრებმა 2 ქულით მოიგეს, მეორე მეოთხედში კი უპირატესობა 13–ამდე გაზარდეს.
მესამე პერიოდში მერაბ ბოქოლიშვილის ზუსტი თამაშის წყალობით ქართველებმა ჩამორჩენა 10 ქულაზე დაბლა ჩამოიყვანეს, თუმცა უკრაინელთა გუნდურმა, სწრაფმა და დაბალანსებულმა თამაშმა საბოლოოდ წელში გატეხა ქართველები და გადამწყვეტი ათწუთეულის დაწყებისთვის ჩამორჩენამ 23 ქულას მიაღწია.
ქართველებისთვის ეს მატჩი დასკვნების გასაკეთებლად საკმაოდ კარგი იქნება. მიხეილ კობეშავიძემ თვალნათლივ დაინახა, რაში მოიკოჭლებს ჩვენი ნაკრები და რაზეა სამუშაო.
ხვალ, 15 ივლისს, რუსთავში მორიგი სპარინგ–მატჩია, რომელიც დღევანდელივით, 18 საათზე დაიწყება.
ვიაჩესლავ ლენთან ჩვენი ცენტრი გოგა ჯავახიშვილი პატარა ჩანდა
უკრაინელთა გოლიათის ერთ–ერთი ჩატენილი ბურთი