18–წლამდელებმა ვერც პორტუგალიის დამარცხება მოახერხეს. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ჯგუფში მეოთხე მატჩიც წააგო და ეტაპი მოგების გარეშე დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში ბოლო აგდილი დაიკავა და ეხლა ბრძოლა 17–22 ადგილებისთვის მოუწევს.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ნორვეგია და შვეიცრია იქნებიან, რომლებმაც C ჯგუფში V-VI ადგილები დაიკავეს. რაც შეეხება პორტუგალიასთან მატჩს, ის ქართველებმა 21 ქულის ხვაობით – 59:81 დათმეს. ჩვენს გუნდში ორმაგი დუბლი ისევ ბექა ბურჯანაძემ შეასრულა – 20 ქულა, 14 მოხსნა. 12 ქულა ჰქონდა ნუგზარ აბულაძეს, ხოლო ნიკა რამიშვილმა შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.
მომდევნო მატჩს საქართველო 15 აგვისტოს, ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 13 აგვისტო
საქართველო 59:81 პორტუგალია
27:12, 21:15, 15:17, 18:15
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=14566
საბოლოო ცხრილი1. ბოსნია 4 4/0 8
2. ჰოლანდია 4 2/2 6
3. ბელგია 4 2/2 6
4. პორტუგალია 4 2/2 6
5. საქართველო 4 0/4 3