18-წლამდელებმა ბულგარეთს ვერ აჯობეს

წარუმატებელი გამოდგა ქართველ 18–წლამდელთა გამოსვლა ევროპრველობის B დივიზიონში. სმიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე მატჩიც წააგო პივრელ ჯგუფურ ეტაპზე და მომდევნო რაუნდში გასვლის შანსიც დაკარგა.
 
საქართველოს მეტოქე მასპინძელი ბულგარწთი იყო, რომელმაც გამარჯვება იოლად მიითვალა. ჩვენს ჯგუფში ასევე შედგა დაპირისპირება ლუქსემბურგსა და უნგრეთს შორის. ამ უკანასკნელმა 21 ქულის სხვაობით გაიმარჯვა და პლეი ოფში თამაში გაინაღდა.
 
საქართველოს ნაკრები ხვალ ლუქსემბურგს, თბილისის დროით 15 საათსა და 45 წუთიდან დაიწყება.
 
საქართველო 55:67 ბულგარეთი
13-22, 16-13, 15-14, 11-18