18–წლამდელებმა ჯგუფური ეტაპი მონტენეგროსთან მარცხით დაასრულეს

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ისრაელი. თელ ავივი
საქართველო 60:68 მონტენეგრო
 
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ტურნირის ერთ–ერთ ფავორიტ მონტენეგროს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 60:68 დამარცხდა.
ქართველებმაპირველი მეოთხედი 3 ქულით დათმეს, თუმცა მეორეში 21:11 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 7–ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე ათწუთეულში მონტენეგროელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, სადაც ფავორიტმა ბალკანელებმა საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.
ჩვენს ნაკრებში ისევ არ უთამაშია მერაბ ბოქოლიშვილს. მის გარდა მოედანზე არ გამოჩენილან ლევან რევაზაშვილი, ირაკლი ჩერქეზიშვილი, ბექა ჭიჭვეიშვილი და ნოდარ შარაბიძე. მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე 8 კალათბურთელს დაეყრდნო, რომელთაგან ყველაზე დამაჯერებლად კახა მუმლაძემ ითამაშა – 12 ქულა და ამდენივე მოხსნა. ჩვენიანთაგან ბომბარდირი გახდა ნოდარ თენიეშვილი (15 ქულა), ხოლო დუდა სანაძემ 13 ქულას მოუყარა თავი.
ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულ საქართველოს ახლა მ17–20 ადგილებისთვის მოუწევს ბრძოლა. კობეშავიძის გუნდს 3 მატჩი დარჩა გასამართი: 28 ივლისს სლოვაკეთს შეხვდება, 29–ში – პორტუგალიას და 31–ში – რუმინეთს. ყველა ამ ნაკრებმა თავის ქვეჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
 
1.  მონტენეგრო        4    4/0      358/207   82.  ესტონეთი            4    3/1      286/286   73.  ავსტრია                4    2/2      272/314   64.  ლუქსემბურგი     4    1/3      245/326   55.  საქართველო        4    0/4      255/283   4