18–წლამდელებმა ლუქსემბურგთან 4 ქულა წააგეს

18–წლამდელებმა ლუქსემბურგთან 4 ქულა წააგეს

18–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი.
ლუქსემბურგი 72:68 საქართველო
 
ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგთან ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულას იგებდა, მაგრამ ბოლომდე ვერ იყოჩაღა და დასანანი მარცხი იწვნია. ეს უკვე ზედიზედ მესამე მარცხია მიხეილ კობეშავიძის დამოძღვრილი გუნდისთვის, რომელმაც დიდი შანსია, ჯგუფური ეტაპი მოუგებლად და ბოლო ადგილზე დაამთავროს. ქართველები ბოლო ტურში დაუმარცხებელ მონტენეგროს ხვდებიან, რომელმაც ჯგუფის ნომინალური ლიდერი ესტონეთი 103:54 გააცამტვერა.
 
თუკი კობეშავიძის გუნდი მონტენეგროსთან წააგებს, სხვა ბოლოადგილოსნბთან ერთად იმ ჯგუფში მოხვდება, სადაც 17–20 ადგილები გათამაშდება. რაც შეეხება ლუქსემბურგთან მატჩს, ქართველების წაგების ერთ–ერთი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ისინი გუნდის ერთ–ერთი ლიდერის, მერაბ ბოქოლიშვილის გარეშე თამაშობდნენ, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ჩვენიანთაგან საუკეთესო შედეგი გოგა ჯავახიშვილმა აჩვენა, რომელმაც 15 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში 5 პერსონალურის გამო მოედნიდან გავარდა. დუდა სანაძემ 24 ქულით დაასრულა მატჩი, ლევან ელიაძემ – 11 მოაგროვა.
 
1.         ესტონეთი           4          3/1       286/286          7
2.         მონტენეგრო            3          3/0       290/147          6
3.         ავსტრია                    3          1/2       198/248          4
4.         ლუქსემბურგი         3          1/2       179/252          4
5.         საქართველო           3          0/3       195/215          3