18-წლამდელებმა ფინეთში მეორე სპარინგ–მატჩიც დათმეს

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა ფინეთში სპარინგ–მატჩები დაასრულა. დღეს, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში არჩილ ჟღენტის გუნდმა ისევ წააგო. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან პირველ მატჩში ფინელებმა ქართველები 59 ქულით დაამარცხეს და დღევანდელ მატჩშიც უპირობო ფავორიტებად ითვლებოდნენ.
ფინეთის 18–წლამდელთა ნაკრებმა ამჯერად 36 ქულით – 89:53 მოგვიგო. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 24:10 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 27 ქულით იგებდნენ. საბოლოოდ ფინელებმა დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს.
ქართველები დღესვე ბულგარეთში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩები24 ივლისს დაიწყება. მანამდე კი, 21 ივლისს, საქართველოს ნაკრები ბულგარელ თანატოლებს სპარინგ–მატჩში გაეჯიბრებიან.
ამხანაგური მატჩი. ჰელსინკი. 19 ივლისი
ფინეთი 89:53 საქართველო
24:10, 22:9, 22:19, 21:15