18–წლამდელებმა პორტუგალიასთან 58:60 წააგეს

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი.
საქართველო 58:60 პორტუგალია
 
საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ახლოს იყო პირველ გამარჯვებასთან. ქართველები თითქმის მთელი თამაშის მანძილზე უგებდნენ პორტუგალიელ თანატოლებს, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 9 ქულითაც ლიდერობდნენ, თუმცა გადამწყვეტ  მომენტში პორტუგალიელები უფრო მობილიზებულნი აღმოჩდნენ და საბოლოოდ 60:58 იმარჯვეს.
 
როგორც უკვე წესად ექცათ, ქართველებმა ბოლო მეოთხედი ჩააგდეს. მანამდე კი იგებდნენ და მეტოქეს ახლოს არ იკარებდნენ. თუმცა დადგა გადამწყვეტი წუთები და კობეშავიძის გუნდმა მოპოვებული ლიდერობა გაანიავა. ისევ არ ითამაშა ჩვენი გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა მერაბ ბოქოლიშვილმა, რომელსაც წელი აქვს გაკავებული და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს.
 
საქართველოს ნაკრებს ხვალ ბოლო მატჩი აქვს ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატზე. ბერუაშვილის გუნდის მეტოქე რუმინეთია, რომლის დამარცხების შემთხვევაში ქართველები მე–19 ადგილს დაიკავებენ. არადა, ბოლო, 20 ადგილზე დაასრულებენ ტურნირს.
 
1.         პორტუგალია           2          2/0       137/107          4
2.         სლოვაკეთი              2          2/0       159/137          4
3.         საქართველო            2          0/2       122/138          2
4.         რუმინეთი                2          0/2       122/158          2