18–წლამდელებმა სლოვაკებთანაც წააგეს

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ისრაელი. თელ ავივი
სლოვაკეთი 78:64 საქართველო
 
ქართველმა 18–წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე კვლავ წააგეს. საკვალიფიკაციო ჯგუფში, სადაც გუნდები 17–20 ადგილებს ინაწილებენ, მიხეილ კობეშავიძის გუნდმა პირველ მეტოქესთან, სლოვაკეთის 18–წლამდელთა ნაკრებთან 64:78 დამარცხდა.
 
ქართველებმა, როგორც წესი, კარგად დაიწყეს თამაში და პირველი მეოთხედი 4 ქულით მოიგეს. დიდი შესვენებისთვისაც ლიდერობდნენ ჩვენი 18–წლამდელები, თუმც მესამე ათწუთეულში 15 ქულა დათმეს და მერე სიტუაცია ვეღარ გამოასწორეს.
 
ქართველების მომდევნო მეტოქე პორტუგალიაა და მას კობეშავიძის გუნდი 29 ივლისს გაეჯიბრება.