18-წლამდელებმა უნგრეთთან ბრძოლაში წააგეს და მე-7 ადგილისთვის ითამაშებენ

18-წლამდელებმა უნგრეთთან ბრძოლაში წააგეს და მე-7 ადგილისთვის ითამაშებენ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მორიგ მეტოქე უნგრეთთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო. მატჩი საკვალიფიკაციო იყო, 5-8 ადგილებისთვის ფარგლებდა, ხოლო დამარცხებული – მეორე წყვილში წაგებულს მე-7 ადგილისთვის ხვდებოდა.
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩი გია კაზანჯიანის გუნდმა 5 ქულით – 70:75 წააგო. მატჩის მსვლელობისას ლიდერი 7-ჯერ შეიცვალა და ამდენჯერვე დაფიქსირდა თანაბარი ანგარიში. ერთი სიტყვით, შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომელშიც ბოლოს ქართველებს არ გაუმართლათ.
მარტალია, მატჩის უმეტესი დრო – 28 წუთი უნგრელები იგებდნენ, თუმც ისეთი სხვაობით, რომელიც არაფერს ნიშნავს და თუკი ოდნავ მოუმატებ, ლიდერობასაც დაეპატრონები. სწორედ ეს მოახერხა საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ბოლო მეოთხედის მე-4 წუთზე 55:54 დაწინაურდა. შემდეგ ფრე – 59:59 დაფიქსირდა და უნგრელებმაც ამ მომენტში იძალეს. მომდევნო მონაკვეთი 9:0 მოიგეს და მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 68:59 დაწინაურდნენ.
დარჩენილ დროში ქართველებმა ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ 5 ქულით დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებში 22 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ლადო ფურცხვანიძე, 13 ქულა დააგროვა გიორგი ცირიკიძემ, ხოლო ლევან გოგალაძის ანგარიშზე 11 ქულა და 7 მოხსნა აკუმულირდა.
საქართველოს ნაკრები მე-7 ადგილისთვის მატჩში ისლანდიასა და ინგლისს შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება. მატჩი გვიან, ღამით დასრულდება.
ევროპის U18 ჩემპიონატი. ობერვარტი. ავსტრია. 1 აგვისტო
უნგრეთი 75:70 საქართველო
18:17, 20:15, 14:16, 23:22
სრული სტატისტიკა: 75:70