18–წლამდელებში გადადებული მატჩი გაიმართა

9 დეკემბერი. აკადემიის დარბაზი
ენერჯი–ინვესტი 86:63 სამედიცინო
16:14 23:16 17:16 30:17
ენერჯი: ელანიძე (21 ქულა, 17 მოხსნა), გურაბანიძე (19), მაღრაძე (15)
სამედიცინო: მაისურაძე (16 ქულა, 9 მოხსნა), ლეჟავა (14), წიკლაური (12), ჩქარეული (5 ქულა, 14 მოხსნა)
 
დღეს გაიმართა 18–წლამდელთა ჩემპიონატის გადაგებული მატჩი, რომელიც 22 ნოემბერს უნდა გამართულიყო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ენერჯი–ინვესტი“ სერგო იშხნელის „სამედიცინოს“ შეხვდა და იოლად დაამარცხა.
თამაში ისე დაიწყო, სავარაუდო იყო, რომ მაყურებელი საინტერესო ორთაბრძოლას იხილავდა. პირველ მეოთხედში ტოლსწორი თმაში გახურდა, „მედიკოსები“ არაფერს უთმობდნენ „ენერჯი–ინვესტს“ და პირველი მეოთხედი 16:14 დასრულდა.
მეორე ათწუთეულიდან ჩერქეზიშვილის შეგირდები გამოცოცხლდნენ. გიორგი ელინაძე ფარქვეშ შეუჩერებელი შეიქნა, ის ბურთს ბურთზე ხსნიდა, ქულებსაც აგროვებდა და პირველი ტაიმის ბოლოსთვის „ენერჯი–ინვესრი“ 9 ქულით დაწინაურდა.
„სამედიცინომ“ მესამე მეოთხედშიც გაუწია წინააღმდეგობა მეტოქეს და ბოლო მეოთხედში თეთრი დროშა ააფრიალა. „ენერჯიმ“ 30:17 მოიგო ბოლო ათწუთეული და საბოლოოდ დიდი სხვაობით გაიმარჯვა.
ამ მოგებით ჩერქეზიშვილის გუნდი ცხრილში „სამედიცინოს“ გაუთანაბრდა.
 
სატურნირო ვითარება
 

 

თამაში

მოგება

წაგება

ქულა
მართვე 2

6

3

3

9
აკადემია

5

4

1

9
სამედიცინო

6

3

3

9
მართვე 1

5

3

2

8
დინამო

5

3

2

8
ენერჯი

5

3

2

8
ქუთაისი

5

2

3

7
რუსთავი

4

2

2

6
ნაკრები 93 

5

0

5

5
 

ედუარდ კოლოსოკი “სამედიცინოს” ფარს უტევს
 

“ენერჯის” ფარქვეშ ვახტანგ ჩქარეული შეფრინდა