18-წლამდელთა “ბ” ლიგაში მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

18-წლამდელთა “ბ” ლიგაში მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

18-წლამდელთა „ბ“ ლიგის გათამაშებაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ ორგანიზებული ტურნირის პირველ ეტაპზე მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. ჯგუფებში გამართული 2 წრის შემდეგ გუნდებმა ადგილები გაინაწილეს და პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გავიდა.
„ა“ ჯგუფიდან მეოთხედფინალში გავიდნენ: ნიკეა-2, ორბი, გორი და თსუ, „ბ“ ჯგუფიდან კი – თსუ-2, ზაზა, რუსთავი და ბასტიონი. გთავაზობთ რეგულარული ჩემიონატის საბოლოო ცხრილსა და პლეი ოფში დაწყვილებულ გუნდებს.