ასაკობრივი ჩემპიონატების B ლიგაში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები მიმდინარეობს, რომლის მიზანიც იმ გუნდების გამოვლენაა, რომლებიც რანგით მე-2 ლიგას შეავსებენ. ამჯერად მოგითხრობთ 18-წლამდელთა B ლიგის საკვალიფიკაციოზე, რომელშიც 36 გუნდი მონაწილეობდა და ისინი 15 საგზურისთვის იბრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ასაკობრივი ჩემპიონატის B ლიგა 24-გუნდიანია. ამ სეზონის B ლიგაში 9 გუნდს დაბევებული აქვს ლიგაში თამაში. ესენი არიან C ლიგიდან ამოსული, A ლიგიდან დაქვეითებული და გასული B ლიგის მოწინავე გუნდები. შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირში ბრძოლა 15 ადგილისთვის მიდის და გათამაშების ფორმატი შემდეგნაირია.
საკვალიფიკაციოს მონაწილე 36 გუნდი წილისყრის შედეგად ერთმანეთში დაწყვილდა. 18-მა წყვილმა 2-მატჩიან რაუნდში გაარკვია ურთიერთობა (იხილეთ შედეგები) და მომწევნო წრეში წყვილების 18 გამარჯვებული გავიდა. ეს 18 გუნდი ასევე დაწყვილდა, რომლებიც ასევე 2-მატჩიან რაუნდში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წყვილების გამარჯვებული 9 გუნდი B ლიგის საგზურს მოიპოვებს, დარჩენილ 6 საგზურს კი ის გუნდები მიიღებენ, რომლებიც ყველაზე ნაკლები სხვაობით დამარცხებიან. შესაბამისად, მეორე წრის 18 გუნდიდან B ლიგის საგზურს 15 მოიპოვებს.
წარმოგიდგენთ მეორე წრის 9 წყვილს და მათი თამაშების კალენდარს.