6 აპრილი. სასოფლო
93–წლამდელთა ნაკრები 50:67 დინამო
16:15 17:12 10:17 7:23
ნაკრები: ფხაკაძე (11), მიქელაძე (10), გ. მესხი (7)
დინამო: ალხანაიძე (23 ქულა, 9 მოხსნა), ბაქრაძე (12), კოღუაშვილი (11)
1 ექს. სკოლა 56:95 ენერჯი
16:24 12:27 10:19 18:25
1 სკოლა: წიკლაური (16), ლეჟავა (15), ბექაური (2 ქულა, 14 მოხსნა, 5 დაფარება)
ენერჯი: მაღრაძე (21), ელანიძე (20), ჩერქეზიშვილი (17), მაჩალაძე (4 ქულა, 14 მოხსნა)
აკადემია
15
11
4
26
დინამო
14
11
3
25
ენერჯი
13
9
4
22
რუსთავი
14
8
6
22
მართვე 2
15
7
8
22
1 ექს. სკოლა
15
7
8
22
მართვე 1
15
7
8
22
ქუთაისი
15
4
11
19
ნაკრები 93
14
1
13
15
პლეი ოფში აქამდე გასულ „აკადემიასა“ და „დინამოს“ დღეს „ენერჯიც“ შეემატა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნმა დღეს პლეი ოფის საგზურის კიდევ ერთი მაძიებელი – პირველი ექსპერიმენტული სკოლის გუნდი გაანადგურა და დარჩენილი 3 მატჩიდან ყველა რომც წააგოს, ოთხეულს მიღმა არ დარჩება.
თუმცა წაგებები კი არა, ჩერქეზიშვილის გუნდი ისეთ სვლაზეა, რომ დარჩენილი მატჩების მოგებას ეშურება, რითაც რეგულარულ ჩემპიონატს ცხრილში მაღალ საფეხურზე დაასრულებს და საპლეიოფოდ შედარებით სუსტ მეტოქეს ირგუნებს. თუმცა რა იქნება დარჩენილ ტურებში, ძნელი სათქმელია, ხოლო დღეს „ენერჯიმ“ ხელი არ გაანძრევინა სერგო იშხნელის გუნდს და მთელი 40 ქულის სხვაობით დაამარცხა.
1 ექსპერიმენტული სკოლის გუნდს პლეი ოფში გასვლის მიზერული შანსი დარჩა. საამისოდ იშხნელის გუნდმა „რუსთავს“ უნდა მოუგოს, ხოლო ამ უკანასკნელმა 1993–წლამდელთა ნაკრებთანაც უნდა წააგოს, რაც ძნელად სავარაუდოა. მართალია, გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ნაკრები ამ ბოლო ხანებში საკმაოდ მოძლიერდა, მაგრამ პლეი ოფის ზღვარზე მდგარ რუსთაველებთან რომ წარმატების შანსები ნაკლები აქვს, ეს ყველას კარგად მოეხსენება.
ასე რომ, სულ მცირე ხანში 18–წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე გუნდიც გვეცოდინება და ის სავარაუდოდ „რუსთავი“ იქნება.
93–იანების ნაკრები – დინამო. დინამოელთა კალათს უტევს ლევან ლოლიშვილი
93–იანთა ნაკრები – დინამო. ირაკლი მიქელაძე დინამოელთა დაცვაში ხვრელს ეძებს
93–იანთა ნაკრები – დინამო. გია კაზანჯიანი თავისი შეგირდების შეტევას ადევნებს თვალს
1 ექს. სკოლა – ენერჯი
1 ექს. სკოლა – ენერჯი