რუსთავი – მართვე 1 62:82
დღეს, სუპერლიგის მატჩის შემდეგ, რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზმა 18–წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრას უმასპინძლა. ქვემოქართლელები „მართვე–1“–ს შეხვდნენ და ვერაფერი გააწყვეს – 62:82.
რუსთაველებმა ყველაზე უკეთ პირველი მეოთხედი ჩაატარეს, რომელიც 1 ქულის სხვაობით – 20:19 მოიგეს, თუმცა მცირე შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა სურათი ვიხილეთ. ხათუნა გაბედავას გუნდი ჩინებულად ათამაშდა და მეორე მეოთხედი 28:15 მოიგო. მართველებს გეგა მესხი და გიორგი გაბისონია წინამძღოლობდნენ. პირველმა საბოლოოდ 30 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა, ხოლო მეორემ 22 ქულას მოუყარა თავი. თბილისელთაგან ორმაგი დუბლი მიითვალა არჩილ ფეიქრიშვილმა – 113 ქულა, 11 მოხსნა.
რაც შეეხებათ რუსთაველებს, მათგან ორმაგი დუბლი მხოლოდ ლევან ობგაიძემ მიითვალა: 16 ქულა, 10 მოხსნა. თითო მოხსნა დააკლდათ ორმაგ დუბლამდე რუსთაველებს – დავით მაისურაძესა და ჯაბა არაბულს.
ამ გამარჯვებით „მართვე–1“ პირველ ჯგუფში ლიდერ „დინამოს“ გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 5 მოგება და 1 წაგება აქვთ.