18–წლამდელთა ჩემპიონატი: “სოხუმმა” “ნიკეს” იოლად მოუგო

18–წლამდელთა ჩემპიონატი: “სოხუმმა” “ნიკეს” იოლად მოუგო

ნიკე – სოხუმი 54:73
დღეს აგრარულ უნივერსიტეტში 1 მატჩი ჩატარდა და მაყურებელთა მოლოდინი, რომ საინტერესო ბრძოლას იხილავდნენ, არ გამართლდა. ერთმანეთს დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდები ხვდებოდნენ, თუმცა „სოხუმმა“ „ნიკეს“ შანსი არ დაუტოვა – 73:54 დაამარცხა.
თავდაპირველად ნიკელები 12:4 დაწინაურდნენ, მეოთხედი კი 18:10 მოიგეს. მეორე ათწუთეულიდან კი სოხუმელებმა საკუთარი თამაში იპოვეს და მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. დიდ შესვენებამდე „სოხუმმა“  ჩამორჩენაც გააბათილა და წინაც გავიდა – 25:22. ასე მწირე შედეგით დასრულდა პირველი ნახევარი და არც მეორე ყოფილა გახსნილი. „სოხუმმა“ ლიდერობა 5 ქწულამდე გაზარდა და ბოლო მეოთხედში, როცა წესით ბრძოლა უნდა გაჩაღებულიყო, სოხუმელებმა სულ იოლად მოახერხეს გამარჯვება. გიორგი ამირხანაშვილისა და ლადო ბარნოვის ძალისხმევით „სოხუმმა“ 27:13 მოიგო ბოლო მეოთხედი და ცხრილში 2 ქულაც შეიმატა.