18 წლამდელთა ჩემპიონი რუსთავი გახდა!

18 წლამდელთა ჩემპიონი რუსთავი გახდა!

რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში 18 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის ბოლო თამაში ჩატარდა, სადაც გამარჯვებულის გამოსავლენად ერთმანეთს რუსთავისა და ჰიუნდაის გუნდები დაუპირისპირდენენ.

 ემპიონის გამოსავლენად ფინალური სერიის ორი თამაში გაიმართა და ორივე მათგანი რუსთაველების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა სტუმრად, ირაკლი ჩერქეზიშვილის ჰიუნდაი 66:81 დაამარცხეს ხოლო შინ 8 ქულიანი სხვაობით, 76:68 გაიმარჯვეს! 

ფინალისტები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა რუსთაველმა კალათბურთელმა ოთარ ფაიქრიძემ დააჯილდოვა! ფინალური სერიის MVP რუსთავის ლუკა ტაბაღუა გახდა!