18-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში ბრძოლას IX-XVIII ადგილებისთვის აგრძელებს

18-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში ბრძოლას IX-XVIII ადგილებისთვის აგრძელებს

საქართველოს 18-წლამდელთ ნაკრებმა ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საწყისი 2 მარცხის შემდეგ მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ლუქსემბურგს აჯობა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 90:90 დასრულდა, დამატებით ხუთწუთეულში კი ქართველებმა მეტოქეს 15:8 აჯობეს და საბოლოოდ 105:98 იმარჯვეს.
 
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ კი საქართველოს ნაკრებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა – 72:63. მეოთხე ათწუთეულში ლუქსემბურგელებმა მოინდომეს და ძირითადი დროის ამოწურვამდე ანგარიშის გაბათილება მოახერხეს. ოვერტაიმში კი ქართველებმა ძალების მობილიზება მოახდინეს და საწადელს მიაღწიეს.
 
ქართველთაგან ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა დაძლია 10–ქულიანი ზღვარი, რომელთაგან საუკეთესო შედეგი ბექა ბურჯანაძეს ჰქონდა – 18 ქულა, 16 მოხსნა. 14–14 ქულა ჩააგდეს ლერი კვანტალიანმა და რეზო როგავამ.
 
ამ მატჩით დასრულდა პირველი ჯგუფური ეტაპი და საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა. მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 2 გუნდი გავიდა, ხოლო საქართველო IX-XVIII ადგლებისთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც ჩჩვენი გუნდის მეტოქეები ბელგიის, ინგლისის, პორტუგალიისა და ლუქსემბურგის გუნდები იქნებიან. რაკი ლუქსემბურგი ჩვენს ჯგუფში იყო, ამ გუნდთან მოგება საქართველოს საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე გადაჰყვა. ქართველების პირველი მეტოქე ინგლისი იქნება, რომელსაც ბერუაშვილის გუნდი 27 ივლისს, თბილისის დროით 20 საათსა და 15 წუთზე შეხვდება.
 

 
საქართველო 105:98 ლუქსემბურგი
22-20, 22-24, 28-19, 18-27, 15-8  
 
პირველი ჯგუფის საბოლოო ცხრილი
1.         ბულგარეთი             3          3/0       249/168          6
2.         უნგრეთი                  3          2/1       202/175          5
3.         საქართველო           3          1/2       201/234          4
4.         ლუქსემბურგი         3          0/3       215/290          3
 
27 ივლისი
საქართველო – ინგლისი              20:15
28 ივლისი
პორტუგალია – საქართველო      20:15
29 ივლისი
საქართველო – ბელგია                 20:15