საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის რიგით მესამე მატჩში ისრაელი შეხვდა, თუმცა არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა ვერც ებრაელების დამარცხება მოახერხა. ქართველებმა მორიგ მეტოქესთან 73:94 წააგეს.
მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, მანამდე კი ქართველები ასე თუ ისე წარმატების შანსს ინარჩუნებდნენ. საწყისი მეოთხედის 18:26 წაგების შემდეგ ჩვენებმა მეორე ათწუთეული 20:19 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.
მესამე პერიოდში ისრაელის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. 19 ქულით მოგებული 10-წუთეულის შემდეგ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწდა. ისრაელმა ავსტრიის შემდეგ საქართველოც დაამარცხა, ჟღენტის გუნდი კი ჯგუფში ერთადერთია, გამარჯვება რომ არ უზეიმია.
ისრაელთან საუკეთესო შედეგი ლუკა ზაქრაძემ აჩვენა – 18 ქულა. ტურნირზე პირველი ქართული ორმაგი დუბლი ვილი ისიანმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. გიგი გოგობერიშვილმა 9 ქულას 4 პასიც მოაყოლა, ხოლო დავით ლომიძემ შეხვედრა 8 ქულით დაასრულა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლოსწინა მატჩს ისლანდიასთან გამართავს, რომელსაც 3-დან 2 გამარჯვება აქვს და პლეი ოფში გასვლის კანდიდატია.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 26 ივლისი
ისრაელი 94:73 საქართველო
26:18, 19:20, 30:11, 19:24
საქართველო: ზაქრაძე (18), ლომიძე (8), გუგეშაშვილი (4ქ, 4პ), ისიანი (12ქ, 10მ), ტურძელაძე (6ქ, 5მ); მაჭავარიანი (3), კუტალაძე (3), მასხულია (2), გოგობერიშვილი (9ქ, 4პ), რევაზაშვილი (6ქ, 5მ), გაგუა (2), ცირეკიძე
სრული სტატისტიკა: http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-8-3.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10086.teamID_.html
D ჯგუფი
1.
გერმანია
3
3/0
215/154
6
2.
ისლანდია
3
2/1
210/167
5
3.
ისრაელი
3
2/1
208/201
5
4.
ესტონეთი
3
1/2
185/205
4
5.
ავსტრია
3
1/2
166/203
4
6.
საქართველო
3
0/3
186/240
3
24 ივლისი საქართველო – ავსტრია 54:57
25 ივლისი ესტონეთი – საქართველო 89:59
26 ივლისი ისრაელი – საქართველო 94:73
———————————————————-
27 ივლისი საქართველო – ისლანდია 17:00
28 ივლისი გერმანია – საქართველო 22:30