მას შემდეგ, რაც 10 დღე ფიზმომზადებას მოანდომა, გუშინ საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა საკალათბურთო დარბაზში გადაინაცვლა და ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) დაიწყო მზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები D ჯგუფში ლუქსემბურგის, ესტონეთის, ავსტრიისა და მონტენეგროსა ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ფიბა–ევროპის ეგიდით ჩატარებულ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე მიიღებს მონაწილეობას. დღეს, აკადემიის დარბაზში გამართული ვარჯიშის დაწყებამდე 18–წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიხეილ კობესავიძეს გავესაუბრეთ.
– 10 დღე მძლეოსნობის დარბაზში, ავთანდილ ბერიძესთან ვვარჯიშობდით, რათა ნაკრების კანდიდატები ფიზიკურად მომძლავრებულიყვნენ, ხოლო გუშინ უკვე აკადემიის დარბაზში გადმოვინაცვლეთ და უშუალოდ ბურთით შევუდექით ვარჯიშს – გვითხრა მიხეილ კობეშავიძემ
– როგორია თქვენი სავარჯიშო გეგმები?
– ყოველდღიურ, ორჯერად ვარჯიშებზე ვართ გადასულები და ასე გავაგრძელებთ 26 ივნისამდე, რის შემდეგაც დუშეთში, ახლადაშენებულ სპორტულ კომპლექსში წავალთ შეკრებაზე. დუშეთში 6 ივლისამდე დავრჩებით და თბილისში დავბრუნდებით.
– საკონტროლო მატჩებს არ გეგმავთ?
– უკვე გადაწყვეტილია, რომ 14–17 ივლისს თბილისში უკრაინის ჭაბუკთა ნაკრები ჩამოვა, რომლის წინააღმდეგაც სამ საკონტროლო მატჩს გავმართავთ. ამ პერიოდისთბის უკვე ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების დროც მოვა – ისრაელში 20 ივლისს გავფრინდებით.
– რამდენი კალათბურთელია შეკრებაზე გამოძახებული და რამდენად დიდია კონკურენცია?
– დღესდღეობით 13 მოთამაშით ვვარჯიშობთ. ჩვენთან უნდა ყოფილიყო ოთარ ფხაკაძე, რომელმაც გასული სეზონი ამერიკაში გაატარა, თუმცა როგორც მან გვითხრა, ის სწავლობდა და ბოლო 2 თვეა, არ უვარჯიშია. ამიტომაც ფხაკაძე გამოგვაკლდა. ველოდებით და ალბათ მომავალ ვარჯიშზე შეგვემატება ესპანეთიდან ჩამოსული ნოდარ შარაბიძე. ამ 14 მოთამაშისგან ისრაელში გასამგზავრებლად 12 უნდა შეირჩეს. კონკურენცია დიდი არაა, განსაკუთრებით ტანმაღალი მოთამაშეების დეფიციტს განვიცდით.
– ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის მეტოქეების შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?
– გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ, ნაწილიც უახლოეს პერიოდში უნდა მოვიპოვოთ. მონდომებით ვემზადებით და იმედი მაქვს, ისრაელში ჩვენი ნაკრები თავის მაქსიმუმს გამოავლენს.
სახელი, გვარი
დაბადების თარიღი
სიმაღლე
გუნდი
მერაბ ბოქოლიშვილი
17.02.1992
194
აკადემია
ნოდარ თენიეშვილი
06.07.1992
198
აკადემია
ლევან ელიაძე
13.12.1992
196
აკადემია
ბექა ჭიჭვეიშვილი
02.12.1992
197
აკადემია
გიორგი ტეტელაშვილი
07.17.1992
187
ნიკეა
გიორგი კოღუაშვილი
გოგა ჯავახიშვილი
08.09.1992
200
აკადემია
ლევან რევაზაშვილი
27.03.1992
209
მაკაბი
დუდა სანაძე
25.07.1992
192
ჰიუნდაი
ილია ჯიშიაშვილი
05.10.1993
203
ჰიუნდაი
ავთო ლომინეიშვილი
26.10.1992
204
ქუთაისი
ნოდარ შარაბიძე
25.09.1992
202
ვალენსია (ესპანეთი)
ირაკლი ჩერქეზიშვილი
06.05.1992
175
ჰიუნდაი
კახა მუმლაძე
27.04.1992
198
აკადემია