ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში მყოფი საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ესტონეთში მიემგზავრება. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი ესტონეთში 2 საკონტროლი მატჩს გამართავს. 29 ივლისს ბელარუსის 18–წლამდელთა ნაკრებს დაუპიურისპირდება, ხოლო 31–ში – ესტონეთს.
საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 9–დან 19 აგვისტოს ჩათვლით იასპარეზებს. ტურნირს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში მასპინძელ ბოსნიასთან, პორტუგალიასთან, ჰოლანდიასთან და ბელგიასთან მოხვდა. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გავა. A დივიზიონის საგზურს ტურნირის 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.
ოჯახური მიზეზების გამო ესტონეთში ვერ მიემგზავრება გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ბექა ბურჯანაძე. საქართველოს ნაკრები ტალინის ტურნირზე 13 კალათბურთელით იასპარეზებს.
დღეს 18-წლამდელთა ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიაში ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც პრესისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოთამაშე
პოზიცია
დაბ. თარიღი
გუნდი
ოთარ ბულიავა
ფორვარდი
02.04.1994
სოხუმი
მერაბ მირზიაშვილი
ცენტრი
14.05.1995
შსს–აკადემია
გიორგი ცირეკიძე
ფორვარდი
07.01.1994
ქუთაისი
ნოდარ გოგოძე
გამთამაშებელი
12.07.1994
ქუთაისი
ირაკლი მიქელაძე
გამთამაშებელი
26.03.1994
ოლიმპი
გიორგი ძიძიგური
გამთამაშებელი
28.02.1994
სოხუმი
ლერი კვანტალიანი
ცენტრი
22.08.1994
თსსუ
ნუგზარ აბულაძე
გამთამაშებელი
14.06.1995
შსს–აკადემია
არჩილ პულუზაშვილი
ცენტრი
03.09.1995
შსს–აკადემია
გიორგი დვალი
გამთამაშებელი
19.08.1995
რუსთავი
ნიკა რამიშვილი
ფორვარდი
14.04.1994
ბათუმი
შოთა გელაზონია
ცენტრი
23.12.1994
შსს–აკადემია
კახა ტომარაძე
ფორვარდი
13.04.1995
ჰიუნდაი
მიხეილ ბერუაშვილი
მთავარი მწვრთნელი
ზაზა გაბისონია
ასისტენტი
ზურაბ ჯანიკაშვილი
ექიმი
გივი სანაძე
გუნდის მენეჯერი