18-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები: ალბანეთი, ინგლისი, სლოვაკეთი, შოტლანდია, უკრაინა

18-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები: ალბანეთი, ინგლისი, სლოვაკეთი, შოტლანდია, უკრაინა

ცნობილი გახდა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მეტოქეები. ეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე კენჭისყრაზე გადაწყდა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ასპარეზობს და 29 ივლისიდან 7 აგვისტომდე მაკედონიის ქალაქ სკოპიეში იასპარეზებს.
24 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველო მოხვდა D ჯგუფში ალბანეთთან, სლოვაკეთთან, ინგლისთან, შოტლანდიასთან და უკრაინასთან.