ქართველმა 18-წლამდელებმა ევროპა მე-8 ადგილზე დაასრულეს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა, ჯგუფიდან გავიდა და მეორე ეტაპის პირველი მატჩიც მოიგო, თუმცა ნახევარფინალში გასასვლელად აუცილებელი ნაბიჯი ვეღარ გადადგა – შვედეთთან დამარცხდა და 5-8 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ტურნირში გადაერთო.
სამწუხაროდ, ქართველებმა ორივე საკვალიფიკაციო მატჩი წააგეს და მე-8 ადგილს დასჯერდნენ. პირველ მატჩში ქართველები უნგრეთს შეხვდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩი გია კაზანჯიანის გუნდმა 5 ქულით – 70:75 წააგო. უნგრელებთან წაგების შემდეგ ქართველებს მე-7 ადგილისთვის მატჩის ჩატარებაღა დარჩათ. მეტოქე ისლანდიასთან დამარცხებული ინგლისი იყო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა ქართველებში თავი იჩინა დაღლილობამ, რაც მეორე ტაიმზე აისახა. მეორე და მესამე მეოთხედები საქართველოს ნაკრებმა 5-5 ქულით წააგო და ბოლო პერიოდის წინ 10 ქულით ჩამორჩა.
საბოლოოდ თამაში ინგლისელთა გამარჯვებით – 76:71 დასრულდა. ინგლისელებში შეუჩერებელი იყო ალექსანდერ რობერტსი, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. ქართველებში 13-13 ქულით ბომბარდირობა გიორგი ცირიკიძემ და ლევან გოგალაძემ გაიყვეს, ვილი ისიანმა 12 კი 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
ევროპის U18 ჩემპიონატი. მე-7 ადგილისთვის მატჩი. ობერვარტი. ავსტრია
საქართველო 71:76 ინგლისი
18:18, 16:21, 15:20, 22:17
სრული სტატისტიკა: 71:76