18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიაც გაანადგურა

18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიაც გაანადგურა

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე–17 ადგილისთვის იბრძოლებს. მიხეილ ბერიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღევანდელ მატჩში ნორვეგია 91:66 გაანადგურა და საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
 
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რომელიც ლუქსემბურგისა და ბელარუსის მატჩში გამოვლინდება. ამ მატჩის მოგებული გუნდი საქართველოს ტურნირზე მე–17 ადგილისთვის შეებრძოლება.
 

 
რაც შეეხება ნორვეგიასთან დაპირისპირებას, შეხვედრა ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს. ბექა ბურჯანაძემ 23 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკა რამიშვილმა, ხოლო 16 ქულა საკუთარ ანგარიშზე გიორგი ცირეკიძემ ჩაიწრერა.
 
საქართველო ტურნირის ბოლო მატჩს ზეგ, 18 აგვისტოს გამართავს. ჩვენი ნაკრები ნორვეგიასა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულ გუნდს მე–17 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდება.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 16 აგვისტო

 
საქართველო 91:66 ნორვეგია
12:23, 14:21, 30:26, 17:25
 
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=15661