18-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია გაანადგურა

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების პირველი გამარჯვება. ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა შვეიცარია 22 ქულის სხვაობით გაანადგურა. ეს იყო საკვალიფიკაციო მატჩი იმ გუნდებისთვის, რომლებიც XVII-XXII ადგილებისთვის იბრძვიან.
 
საქართველოს ნაკრებმა უკვე ლირველი ტაიმის შემდეგ გადაწყვიტა მატჩის ბედი, რომელიც 44:26 მოიგო. მოპიოვებული უპირატესობა ქართველებმა ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწიეს – 95:73
 
ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი ნიკა რამიშვილმა აჩვენა, რომელმაც 16 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 15 ქულა ჰქონდა ირაკლი მიქელაძეს, 12 – ბექა ბურჯანაძეს, ხოლო გიორგი ცირეკიძემ და ლერი კვანტალიანმა 11–11 ქულა მოაგროვეს.
 
მიხეილ ბერუაშვილის გუნდი ხვალ, 16 აგვისტოს, ნორვეგიას დაუპირისპირდება, რომლის დამარცხების შემთხვევაში მე–17 ადგილისთვის მატჩს გამართავს.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 15 აგვისტო
შვეიცარია 73:95 საქართველო
12:23, 14:21, 30:26, 17:25
 
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=15655